– იმ სისასტიკის ჩამდენები, რომელსაც ჩვენ ვხედავთ თითქმის ყოველ ღამე, აუცილებლად, კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯებიან! სანამ დროა, დადექით ხალხის მხარეს!

იმ სისასტიკის ჩამდენები, რომელსაც ჩვენ ვხედავთ თითქმის ყოველ ღამე, აუცილებლად, კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯებიან! სანამ დროა, დადექით ხალხის მხარეს! – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, პროტესტი ქვეყნის მომავლისთვის და თავისუფლებისთვისაა და არა იმისთვის, რომ ქვეყანა რუსეთად გაფორმდეს.
„ეს პროტესტი არის ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, თავისუფლებისთვის და არა იმისთვის, რომ ეს ქვეყანა გაფორმდეს რუსეთად. ეს არ გამოუვა ბიძინას! ვიქნებით იქ, სადაც პროტესტია. არავის დავაჩაგვრინებთ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც გულწრფელად იბრძვიან თავიანთი მომავლისთვის“,- განაცხადა ხაზარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია