ივანიშვილი უკვე პოლიტიკური ოპონენტების დაჭერაზე გადავიდა და ჰგონია, რომ ასე მოერევა სამართლიან პროტესტს ქუჩაში, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.
ის კოალიცია „ახალის“ ერთ-ერთ ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს, რომელიც აქციაზე დააკავეს, მხარდაჭერას უცხადებს.
„ჩემი მხარდაჭერა ზურაბ ჯაფარიძეს და ყველა დაკავებულ ახალგაზრდას, რომელიც ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის იბრძვის!
ივანიშვილი უკვე პოლიტიკური ოპონენტების დაჭერაზე გადავიდა და ჰგონია, რომ ასე მოერევა სამართლიან პროტესტს ქუჩაში. არაფერი გამოგივათ! ვერავის შეაშინებთ! თქვენი ამბავი დასრულებულია!“ – წერს ჯაფარიძე.
ცნობისთვის, ჭავჭავაძის გამზირზე „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე დღეს დილით დააკავეს.