– თავისუფალი ადამიანების „ჩეკისტური“ დევნა, სახლებში შევარდნა და ტერორი საქართველოში არ და ვერ იმუშავებს! – მოღალატე, რუსული რეჟიმი მალე დასრულდება!

თავისუფალი ადამიანების „ჩეკისტური“ დევნა, სახლებში შევარდნა და ტერორი საქართველოში არ და ვერ იმუშავებს! – მოღალატე, რუსული რეჟიმი მალე დასრულდება! – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი წერს, რითაც პოლიციის მიერ სამოქალაქო აქტივისტების სახლებში ჩატარებულ ჩხრეკას ეხმაურება.
როგორც მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, „რეჟიმის გასამართლების დრო მალე დადგება“.
„ბიძინა და მისი რუსული რეჟიმი აგონიაშია! რუსული და ბელარუსული სცენარი – თავისუფალი ადამიანების “ჩეკისტური” დევნა, სახლებში შევარდნა და ტერორი საქართველოში არ და ვერ იმუშავებს!
ქართველი ხალხის სწრაფვას და ბრძოლას თავისუფლებისათვის ვერ გააჩერებს და ვერ დაიმორჩილებს!
მალე დადგება ამ რეჟიმის გასამართლების დრო – რეჟიმის, რომელმაც მიიტაცა ძალაუფლება, უღალატა ქართველი ხალხის არჩევანს, ქვეყანა მოაქცია სრულ იზოლაციაში, დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია.
ბრძოლა იქნება ბოლომდე! ყველა, ვინც ამ რეჟიმს ამაგრებს და ანტისახელმწიფოებრივ საქმეს სჩადის, უმკაცრესი პასუხი მოეთხოვება!
მოღალატე, რუსული რეჟიმი მალე დასრულდება! სიმტკიცით და ერთობით გავიმარჯვებთ! – წერს მამუკა ხაზარაძე “ფეისბუქზე“.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი -ვოლოდიმირ ზელენსკი – უკვე ვიწყებთ სანქციების შემდეგ პაკეტზე ევროკავშირთან მუშაობას – ყველა დაიღალა იმით, რომ რუსეთი მუდმივად ატყუებს მსოფლიოს და ფიქრობს, რომ მოსკოვში ამის გამო არანაირ შედეგს არ მიიღებენ

ვოლოდიმირ ზელენსკი – უკვე ვიწყებთ სანქციების შემდეგ პაკეტზე ევროკავშირთან მუშაობას – ყველა დაიღალა იმით, რომ რუსეთი მუდმივად ატყუებს მსოფლიოს და ფიქრობს, რომ ისინი, მოსკოვში, ამის გამო არანაირ შედეგს არ მიიღებენ