– ვალდებული ვართ, დავიცვათ 9 აპრილის მონაპოვარი! ვალდებული ვართ არ დავუთმოთ ეს ქვეყანა რუსეთს!

9 აპრილია დღეს, ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღი საქართველოს უახლეს ისტორიაში! თარიღი ორმაგი განცდის – გლოვისა და გამარჯვების – ამიტომაც ვალდებული ვართ, დავიცვათ მათი მონაპოვარი! ვალდებული ვართ არ დავუთმოთ ეს ქვეყანა რუსეთს! ვალდებული ვართ, ვიბრძოლოთ ბოლომდე – გამარჯვებამდე, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, 9 აპრილია ქართული სახელმწიფოს დაბადების ათვლის წერტილი, რომელსაც 21-მა გმირმა საკუთარი სიცოცხლე შესწირა და ამით ჩვენ დამოუკიდებლობა მოგვიტანა.
„9 აპრილია დღეს… ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღი საქართველოს უახლეს ისტორიაში! თარიღი ორმაგი განცდის – გლოვისა და გამარჯვების!
9 აპრილია ქართული სახელმწიფოს დაბადების ათვლის წერტილი, რომელსაც 21-მა გმირმა საკუთარი სიცოცხლე შესწირა და ამით ჩვენ დამოუკიდებლობა მოგვიტანა.
36 წელია ამ სახელებს და გვარებს ვიმეორებთ ტკივილიანი სიამაყით, რადგან ყოველ მომდევნო თაობას დიდ ტრავმასთან ერთად, მათ დაუტოვეს ისტორიული მეხსიერება, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლა არის უწყვეტი პროცესი და რომ ეს საქართველოს თითოეული მოქალაქის უპირველესი ვალდებულებაა.
აი, ამიტომაც ვალდებული ვართ დავიცვათ მათი მონაპოვარი!
ვალდებული ვართ არ დავუთმოთ ეს ქვეყანა რუსეთს!
ვალდებული ვართ ვიბრძოლოთ ბოლომდე – გამარჯვებამდე“, – წერს ხაზარაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

დეა მამისეიშვილი: ანუ რა ხდება, ღარიბაშვილი მივიდა სუს-ში და უთხრა გამომძიებლებს, კი, ვიპარავდი მთელი ეს წლები ფულსო, თანამდებობას ბოროტად ვიყენებდიო და გამომძიებლებმა ძალიან დიდი მადლობა გულახდილობისთვის, წადი ახლა და დაგაწევთ პასუხსო

სუს – გამოძიება მომდევნო დღეების განმავლობაში არსებული და დამატებითი მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე იმსჯელებს ირაკლი ღარიბაშვილის ქმედების დაკვალიფიცირების და აღკვეთის ღონისძიების შერჩევის საკითხზე