მამუკა ხაზარაძე – ეს არის ეუთო/ოდირის ყველაზე ნეგატიური დასკვნა ქართული არჩევნების ისტორიაში!

ეს არის ეუთო/ოდირის ყველაზე ნეგატიური დასკვნა ქართული ს ისტორიაში! – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს” ლიდერი, სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეუთო/ ოდირის საბოლოო ანგარიშს ეხმაურება.
მამუკა ხაზარაძის განცხადებით, პირველად ქართული არჩევნების შეფასებისას ეუთო/ოდირის ანგარიშში არ არის ნახსენები სიტყვები: „სამართლიანი და თავისუფალი და ეს არის არაღიარება“.
„საქართველოში დემოკრატიული არჩევნები არ შედგა! ეს არის ეუთო/ოდირის ყველაზე ნეგატიური დასკვნა ქართული არჩევნების ისტორიაში!
პირველად ქართული არჩევნების შეფასებისას არ არის ნახსენები სიტყვები: სამართლიანი და თავისუფალი – ეს არის არაღიარება! ეს არის „ქართული ოცნების“ კრახი!
ეუთო/ოდირის მანდატი არ გულისხმობს არჩევნების ლეგიტიმურობის დადგენას. ის ამბობს, რომ საზოგადოებამ თავად უნდა გამოიტანოს დასკვნა, აქვს თუ არა ნდობა საარჩევნო პროცესის მიმართ – ქართული საზოგადოების დასკვნა და ნდობა უკვე 23 დღეა ნათლად ჩანს რუსთაველზე, თბილისის ქუჩებში და მთელ საქართველოში იმ პროტესტით, რომელსაც ჩვენ ვაფიქსირებთ!
დასკვნა: ეს იყო რუსული სპეცოპერაცია! არჩევნები მიითვისეს! ხელისუფლება არალეგიტიმურია!
ახალი არჩევნები! სხვა გამოსავალი არ არის! საქართველოს რუსეთში არ გავატანთ!“, – წერს მამუკა ხაზარაძე.