მამუკა ხაზარაძე – ერთი წლის შემდეგ ისევ ვდგავართ, არას ვეუბნებით რუსეთს და კის – ევროკავშირს – „რუსული კანონი“ არ გავა

რანაირი ინტერპრეტაციითაც არ უნდა შემოიტანონ „რუსული კანონი“, ის არ გავა, რადგან მას გამჭვირვალობასთან არანაირი კავშირი არ აქვს , – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა მ „თავისუფლების მარშზე“ განაცხადა.
როგორც მან “ინტერპრესნიუსთან” აღნიშნა, ის, რომ საზოგადოება დღეს კვლავ შეიკრიბა, ნიშნავს იმას, რომ „არას ვეუბნებით რუსეთს და კის -ევროკავშირს“.
„ქართული ოცნების“ რიგები თხელდება, ისინი ხვდებიან, რომ არჩევნებს აგებენ. მათი რეიტინგი ქვემოთ ძალიან სწრაფი ტემპით მიდის. ერთი წლის მერე ისევ აქ ვდგავართ. ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ „არას“ ვეუბნებით რუსეთს და „კის“ – ევროკავშირს. ჩვენ ვეუბნებით: „კი“ იმ ადგილს, სადაც საქართველო იქნება დაცული, უსაფრთხოდ. საბოლოოდ, დიდი სურათი ეს არის. რანაირი ინტერპრეტაციითაც არ უნდა შემოიტანონ რუსული კანონი, ის არ გავა! რადგან მას გამჭვირვალობასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ეს თავისუფალი ხმის ჩახშობას ემსახურება. მოგონილი ბერკეტია, რათა ტელევიზიები, მედია გააკონტროლონ. თავისუფლებას ვერ გააკონტროლებენ ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა“,-აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ