მამუკა ხაზარაძე – ელჩებსა და იმ საჯარო მოხელეებს, რომლებიც ტოვებენ „ოცნების“ რიგებს და ღიად აპროტესტებენ რუსულ პოლიტიკას საქართველოში, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ

„ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, სრულ მხარდაჭერას უცხადებენ ელჩებს და იმ საჯარო მოხელეებს, რომლებიც „ქართული ოცნების“ რიგებს ტოვებენ.
„ელჩებს და იმ საჯარო მოხელეებს, რომლებიც ტოვებენ “ოცნების” რიგებს და ღიად აპროტესტებენ რუსულ პოლიტიკას საქართველოში, ჩვენ, კოალიცია “ძლიერი საქართველო” ვუცხადებთ სრულ მხარდაჭერას.
მათი ეს ნაბიჯი აუცილებლად დაფასდება არა მხოლოდ ჩვენი, არამედ ხალხის მხრიდან!“ – წერს სოციალურ ქსელში.