მამუკა ხაზარაძე – განაჩენი, რომელიც სასამართლომ მტკიცებულებების გარეშე გამოიტანა, სჯის მშვიდობიან აქტივისტებს საქართველოს ევროპული მომავლის დაცვისთვის – “ქართული ოცნება” მათ ტყვეობაში ამყოფებს

განაჩენი, რომელიც სასამართლომ მტკიცებულებების გარეშე გამოიტანა, სჯის მშვიდობიან აქტივისტებს საქართველოს ევროპული მომავლის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვისთვის. “ქართული ოცნება” მათ ტყვეობაში ამყოფებს , – ასე ეხმაურება „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძის მიერ საპროტესტო აქციების დროს დაკავებულების პატიმრობაში დატოვების შესახებ გადაწყვეტილებას.
მამუკა ხაზარაძის განცხადებით, აუცილებელია, ევროკავშირმა და -მა მიიღონ ზომები ს რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც სასამართლო სისტემას იყენებს განსხვავებული აზრის ჩასახშობად.
„დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ საპროტესტო აქციების 11 მონაწილეს წინასწარი პატიმრობის ვადა გაახანგრძლივა.
განაჩენი, რომელიც სასამართლომ მტკიცებულებების გარეშე გამოიტანა, სჯის მშვიდობიან აქტივისტებს საქართველოს ევროპული მომავლის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვისთვის. “ქართული ოცნება” მათ ტყვეობაში ამყოფებს.
აუცილებელია, ევროკავშირმა და აშშ-მა მიიღონ ზომები ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც სასამართლო სისტემას იყენებს, როგორც ინსტრუმენტს განსხვავებული აზრის ჩასახშობად და უდანაშაულო ადამიანების დასაკავებლად.
საქართველო ახლა მწვავე პოლიტიკურ კრიზისშია. ამ კრიზისიდან კი ერთადერთი გამოსავალი ახალი, სამართლიანი და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა!“, – წერს მამუკა ხაზარაძე X-ზე.