მამუკა ხაზარაძე – „გავრილოვის ღამით“ დაიწყო „ქართული ოცნების“ ნიღბის ჩამოხსნა – პირველად აქ გამოვლინდა მისი რუსული შინაგანი არსი და სახე, ქართული სიტყვის უკან დამალული რუსული მენტალობა

„გავრილოვის ღამით“ დაიწყო „ქართული ოცნების“ ნიღბის ჩამოხსნა. პირველად აქ გამოვლინდა მისი რუსული შინაგანი არსი და სახე, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, „20 ივნისს მოხდა რუსული მთავრობის სრული ლუსტრაცია“.
„გავრილოვის ღამით” დაიწყო “ქართული ოცნების” ნიღბის ჩამოხსნა. პირველად აქ გამოვლინდა მისი რუსული შინაგანი არსი და სახე, ქართული სიტყვის უკან დამალული რუსული მენტალობა. ამას მოჰყვა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტის, ანაკლიის მშენებლობის ჩაშლა, გაყალბებული , რუსული კანონი და ყველა დასავლელ პარტნიორთან ურთიერთობის უკიდურესად დაძაბვა. 20 ივნისს მოხდა რუსული მთავრობის სრული ლუსტრაცია.
26 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა უნდა დაასრულოს საბჭოთა მმართველობა საქართველოში!“- წერს მამუკა ხაზარაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ბარამიძე – „ქართულ ოცნებას“ ხელსაც კი არ ართმევენ, არ პატიჟებენ ისეთ ფორმალურ მიღებაზეც კი, სადაც ასობით ქვეყნის დელეგაციაა, მათ შორის, ისეთი ქვეყნებისაც, რომლებიც დიდი დემოკრატიულობით ვერ გამოირჩევიან