ბიძინა ივანიშვილმა და მისმა “რუსულმა ოცნებამ” კრემლის დავალება პირნათლად შეასრულა, საქართველო სრულ იზოლაციაში მოახვედრა, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა განაცხადა.
ხაზარაძის თქმით, ყველა მოქალაქის და პატრიოტის ვალია, წინ აღუდგეს ამ რეჟიმს და სრული დაუმორჩილებლობა გამოუცხადოს კრემლის მარიონეტულ მთავრობას.
“აშშ-მ შეაჩერა სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსთან. ბიძინა ივანიშვილმა და მისმა “რუსულმა ოცნებამ” კრემლის დავალება პირნათლად შეასრულა, საქართველო სრულ იზოლაციაში მოახვედრა.
ყველა მოქალაქის და პატრიოტის ვალია, წინ აღუდგეს ამ რეჟიმს და სრული დაუმორჩილებლობა გამოუცხადოს კრემლის მარიონეტულ მთავრობას.
მოვითხოვოთ რუსული მთავრობის გადადგომა, უკან დასახევი გზა მოჭრილია.
დაინიშნოს ახალი არჩევნები!
მხოლოდ წინ გამარჯვებისკენ!
საქართველოს დავიბრუნებთ!
ძალა ხალხის ხელშია!”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.