მამუკა ხაზარაძე – არის სრული ერთობა იმისთვის, რომ ქვეყანა ბიძინა ივანიშვილს რუსეთში არ გავატანოთ! გეგმა ერთია – სრული დაუმორჩილებლობა “ქართული ოცნების“ რუსულ რეჟიმს!

არის სრული ერთობა იმისთვის, რომ ქვეყანა ბიძინა ივანიშვილს რუსეთში არ გავატანოთ! გეგმა ერთია – სრული დაუმორჩილებლობა “ქართული ოცნების“ რუსულ რეჟიმს! არც ერთი ნაბიჯი არ იქნება უკან გადადგმული, – ეს განცხადება “ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მ ოპოზიციური გაერთიანებების შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.
ხაზარაძის თქმით, ბრძოლა ყველა მშვიდობიანი მეთოდით გაგრძელდება და ყველას საერთო მიზანია იმ მარწუხებისგან გათავისუფლება, რაშიც ქვეყანა ბიძინა ივანიშვილმა შეიყვანა.
“დაიგეგმა პროვოკაციები. დაგეგმილი პროვოკაციების მიუხედავად, გავაგრძელებთ ძალიან აქტიურ მუშაობას, რათა დაზარალებული და დაჩეხილი ახალგაზრდები დავიცვათ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პოლიტიკური პატიმრები გავათავისუფლოთ. ეს ახალგაზრდები პოლიტპატიმრები არიან!
ასევე გაგრძელდება ინტენსიური მუშაობა დასავლელ პარტნიორებთან. ქვეყანაში ამყარებს ტერორს. ტერორის დამყარების და საქართველოს რუსეთში შეთრევის უფლებას არავის არ მივცემთ.
დღეს ქვეყანაში ასეთი მდგომარეობაა – ევროკავშირთან გაწყვეტილია ყველანაირი ურთიერთობა, -მ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეწყვიტა, ქართული ოცნების რუსულმა ხელისუფლებამ სპეცოპერაცია ჩაატარა და ხალხის ხმა მიითვისა.
საბოლოო ჯამში, ქვეყანა ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დგას. ეს ქვეყანა ან იქნება დამოუკიდებელი, უსაფრთხო, მშვიდობიანი, ძლიერი ევროკავშირის წიაღში, სადაც ჩვენს იდენტობასა და საქართველოს დავიცავთ ან იქნება რუსულ ჭაობში“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი უგულავას ადვოკატი – ფიზიკურთან ერთად, ხელისუფლება საზოგადოებაზე სამართლებრივ ძალადობას აგრძელებს – მოწმე პოლიციელების გამოკითხვა უნდა დაიწყოს, რომელთაც მოუწევთ აბსურდის თქმა, თითქოს ქალაქში გზის გადაკეტვა დანაშაულია

სალომე ზურაბიშვილი დონეცკის ოლქში თავდასხმაზე – კიდევ ერთი შეხსენებაა, რომ მოსკოვის ომი ტერორზეა დამყარებული და არა ძალაზე – კაცობრიობის წინააღმდეგ განხორციელებული ყოველი დარტყმა მშვიდობის წინააღმდეგ დარტყმას წარმოადგენს