მამუკა ხაზარაძე არის პიროვნება, რომელიც ყოველთვის სხვის ხარჯზე ცხოვრებას ცდილობდა… ესენი არიან პოლიტიკური წურბლები – გურამ მაჭარაშვილი 9-პუნქტიან გეგმაზე

“ლელომ” პარლამენტში “საქართველოს დაცვის აქტი” შეიტანა. დოკუმენტი მოიცავს ცხრაპუნქტიან გეგმას, რომელიც საქართველოში რუსების შემოსვლას ზღუდავს. პარტიაში აცხადებენ, რომ ინიციატივა საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დაცვას უზრუნველყოფს.
ინიციატივას პოლიტიკურ სპექტრში ეხმაურებიან. როგორც “ხალხის ძალის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, მამუკა ხაზარაძე ცდილობს, საკუთარ ქვეყანას სანქციები დაუწესოს.
“მამუკა ხაზარაძე არის პიროვნება, რომელიც ყოველთვის ცდილობდა, ეცხოვრა სხვის ხარჯზე. მაგალითად, ანაკლიის პორტზე უნდოდა, რომ სახელმწიფო ყოფილიყო 100%-ით გარანტია, თვითონ არ ჩაედო არცერთი თეთრი და უცხოელებს ჩაედოთ მთელი ინვესტიცია – ეს არ გამოვიდა. მერე აარჩევინა ხალხს თავი, შევიდა პარლამენტში, მაგრამ მუშაობა დაეზარა და გამოვარდა პარლამენტიდან. ახლა უნდა საკუთარ ქვეყანას სანქციები დაუწესოს და ისევ სხვის ხარჯზე უნდა რაღაცები აკეთოს, მათ შორის, წინასაარჩევნო პერიოდის დროს. ესენი არიან პოლიტიკური წურბლები,” – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან საქართველოზე თავდასხმები, შანტაჟის ენა და ის ულტიმატუმები, რომლებიც მომდინარეობს ჩვენს მიმართ, პირდაპირ უკავშირდება საქართველოს ომში ჩართვის სურვილს

რამდენიმე კვირის წინ საფრანგეთის ელჩმა „ნაცმოძრაობის” ამ კონკრეტულ აქტივისტს გრანტების კანონის ამოქმედებამდე დაფინანსება გამოუყო – ჩვენთვის ვიცოდეთ, ვინც ექსტრემიზმს აფინანსებს, ქართველი ხალხისთვის კარგი არ უნდა

ევროპის რადიკალი პოლიტიკური ძალები და ბიუროკრატები, რომლებიც აგრესიულ განცხადებებს აკეთებენ საქართველოს მიმართ, ყველანაირად ცდილობენ საქართველოს ხელისუფლება აიძულონ გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რომლებიც არ შეესაბამება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს