მამუკა ხაზარაძე ანა ნაცვლიშვილთან ერთად მისი ბიძის კლასელს შეხვდა

ანა ნაცვლიშვილთან ერთად მისი ბიძის კლასელს შეხვდა
მამუკა ხაზარაძე და ქუთაისში, ერთ-ერთ ოჯახში იმყოფებოდნენ, რომელიც, მისი ბიძის კლასელი აღმოჩნდა.
“ქუთაისში ერთ-ერთ ოჯახში გულითადად მიმასპინძლეს. ოჯახის უფროს ქალბატონთან ჩვენი ქვეყნის გასაჭირზე და ამ გაჭირვებიდან თავის დაღწევის გზებზე ვსაუბრობდით. იმისთვის, რომ პენსია 1000 ლარი გახდეს, ჩვენს ახალგაზრდებს პირველი გარანტირებული სამსახური ჰქონდეთ, ქართველებს ემიგრაციაში წასვლა არ უწევდეთ და ქვეყანა არ იცლებოდეს, მხოლოდ კეთილი ნებაა საჭირო, ნება ხელისუფლების მხრიდან – ემსახურო შენს ქვეყანას.
საუბრის ბოლოს ფოტო გამომიტანა და თბილი სიტყვებით გამარჯვება გვისურვა. ეს ძვირფასი ქალბატონი ბიძაჩემის კლასელი აღმოჩნდა.
ჩემი მშობლების და წინაპრების განვლილი ცხოვრება კიდევ უფრო დიდ შემართებას მაძლევს, რომ ეს ბრძოლა ბოლომდე მივიყვანოთ და ჩვენს მომავალ თაობას ფეხზე დამდგარი საქართველო გადავაბაროთ.”- წერს მამუკა ხაზარაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

მაქვს არცთუ უსაფუძვლო ვარაუდი, რომ დამოუკიდებლობის დღის ჩაშლის და სამართალდამცავების პროვოცირების მიზნით, ყველასთვის ცნობილი რადიკალური დაჯგუფებების მიერ განხორციელდეს პროვოკაციები