მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ფარას“ კანონის აღსრულება მოხდება ისე, როგორც ეს -ში ხდება და შესაბამისად, პასუხისმგებლობაც გაცილებით მკაცრია, ვიდრე წინა შემთხვევაში

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ფარას“ კანონის აღსრულება მოხდება ისე, როგორც ეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ხდება და შესაბამისად პასუხისმგებლობაც გაცილებით მკაცრია, ვიდრე წინა შემთხვევაში.
„როგორც ხდება ამერიკის შეერთებულ შტატებში. გაცილებით მკაცრია პასუხისმგებლობა, ვიდრე წინა შემთხვევაში. ზუსტად ისე, როგორც ხდება -ში, იმიტომ, რომ ერთი-ერთშია გადმოწერილი კანონი და აღსრულებაც ზუსტად ისე მოხდება, როგორც აშშ-ში. რიგ შემთხვევაში არის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, ყველა პუნქტი, ყველა სიტყვა, გადმოწერილია ამერიკული კანონიდან, შესაბამისად აღსრულებაც ზუსტად მოხდება ამერიკულად და არა რუსულად, როგორც ტვინში ჩაუჭედეს ვიღაცებს, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „ღამის კურიერი“.
.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია