მამუკა მდინარაძის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილი და კონსტანტინე გამსახურდია პრეზიდენტის პოსტზე არ განიხილებიან

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი არ იქნება და გუნდი სხვა პირზე შეჯერდა.
მისივე თქმით, პრეზიდენტობის კანდიდატად არც საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, განიხილება.
„[ირაკლი ღარიბაშვილი] კარგი პრეზიდენტი იქნება, თუ ის იქნება, მაგრამ არ იქნება, იმიტომ რომ გუნდი სხვაზე ჯერდება,“ – განაცხადა მდინარაძემ.
ცნობისთვის, „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ქართული ოცნება“ პრეზიდენტობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილსა და კონსტანტინე გამსახურდიას განიხილავს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სუთიძე: საქართველოს საპატრიარქოში ვისაც თავი აქვს და არა კისრის გაგრძელება, უნდა ესმოდეს, რომ როგორიც უნდა იყოს ახლა სახელისუფლებო პროპაგანდის წნეხი, ნებისმიერი სანქცია, რომელსაც გამოიყენებთ არქიმანდრიტი დოროთესა თუ სხვების მიმართ, იქნება დამანგრეველი თქვენი რეპუტაციისთვის