მამუკა მდინარაძის გამანადგურებელი გამოსვლის შემდეგ ოპოზიციას თუ თავმოყვარეობა აქვს, უნდა ადგნენ და გავიდნენ,

„ამ წუთებში პარლამენტში, „გამჭვირვალობის შესახებ კანონის” წარდგენისას, მ ოპოზიციას შანსი აღარ დაუტოვა, ისე გაანადგურა მათივე ტყუილების მხილებით“, – ასე ეხმაურება „ხალხის ძალის“ წევრი, თამარ ჩიბურდანიძე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის განხილვას.
როგორც ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში წერს, საქართველოს ხელისუფლების სიმართლე, პირდაპირ ეთერში, მთელმა მსოფლიომ დაინახა.
მისივე შეფასებით, „ოპოზიციამ საკუთარ თავს განაჩენი გამოუტანა.“
„მაღალი პროფესიონალიზმი, შეუპოვრობა და სიმართლის უზენაესობა – ამას ვხედავთ თითოეული მოქალაქე, ამ წუთებში, პარლამენტში „გამჭვირვალობის შესახებ კანონის” წარდგენისას. მამუკა მდინარაძემ შანსი აღარ დაუტოვა ოპოზიციას, ისე გაანადგურა მათივე ტყუილების მხილებით. ოპოზიციას თავისი სამარცხვინო ტყუილები დილის საუზმედ მიართვა უმრავლესობის ლიდერმა და კარგად დაანაყრა. ამის შემდეგ, თუ თავმოყვარეობა აქვთ, დარბაზი უნდა დატოვონ და გავიდნენ, მაგრამ აქვთ კი? პირდაპირ ეთერში ხელისუფლების სიმართლე დაინახა მთელმა მსოფლიომ. ამ ეთერს უყურებენ ჩვენი ემიგრანტები უცხოეთში, უსმენენ უცხო ქვეყნის ელჩები, უყურებს სრულიად საქართველო. ოპოზიციამ საკუთარ თავს განაჩენი უკვე გამოუტანა”, – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ცალკე დასაგმობია ის ზეწოლა, რომელსაც კონკრეტული პირები ქალების მიმართ იჩენდნენ. ამ აქციების ორგანიზატორები არიან ნინო ლომჯარია, ბაია პატარაია, ელენე ხოშტარია და კიდევ ბევრი ე.წ. „ქალი პოლიტიკოსი“

რუსული ტანკები საქართველოში მიხეილ სააკაშვილმა შემოიყვანა და კარგად გვახსოვს, როცა გორში თვითმფრინავმა გადაიფრინა, როგორ მიატოვა სტუმარი – საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და როგორ ფორთხავდა მტვერში