მამუკა მდინარაძე: ჩემთვის ძალიან სამწუხარო იქნება თუ კიდევ აღმოჩნდება სხვა ჩვენი ყოფილი თანაგუნდელი კორუფციაში იმგვარად გარეული, რომ…

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, კურუფციასთან დაკავშირებით „შეუწყნარებლები“ იქნებიან, მათ შორის ყოფილი თანაგუნდელების მიმართაც.
ამის შესახებ მან მაგდა ანიკაშვილთან ინტერვიუში განაცხადა.
„ჩემთვის ძალიან სამწუხარო იქნება თუ კიდევ აღმოჩნდება სხვა ჩვენი ყოფილი თანაგუნდელი კორუფციაში იმგვარად გარეული, რომ მას დაუმტკიცდება დანაშაული. ეს სასიამოვნო ნამდვილად არ არის, მაგრამ როდესაც ჩვენ ყველანი ერთად ვიბრძოდით და თავი გვქვონდა გადადებული და ამ დროს ვიღაც გვერდით ხელს ითბობს და პირად კეთილდღეობაზე ზრუნავს, ეს არც მორალურად და არც კანონის მიხედვით გამართლებული საქციელი არ არის. ამიტომაც არავის მიმართ არ ვიქნებით შემწყნარებლები, თუკი კორუფციულ ფაქტებში ექნებათ ხელი გასვრილი…
როდესაც, ერთი მხრივ, გუნდის უმრავლესობა იბრძვის საკუთარი ქვეყნისთვის ამ რთული გამოწვევების ფონზე, ამ დროს კორუფციაში შესვლა, არაკანონიერ გარიგებებში შესვლა, პირდაპირ შეგვიძლია მოვიხსენიოთ ღალატად საკუთარი გუნდის და შემდეგ ქვეყნის. ეს არ მგონია სწორი საქციელი იყოს, ამას გამართლება ვერ ექნება და დანდობაც ვერ იქნება იმ ადამიანების, ვინც ორმაგ დანაშაულს ჩადიან ამ პირობებში კორუფციულ გარიგეგებებში შედიან“, – განაცხადა მ.