შემდეგი უმრავლესობის სხდომაზე, ალბათ, როგორც უმრავლესობის ლიდერს მხარს დამიჭერენ – რაც შეეხება ცვლილებებს, მოდი, დავარქვათ გადახალისება – პოსტების, თანამდებობების, პოზიციების გაცვლა, – ამის შესახებ ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართლი ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე განცხადებით, ცვლილებებით „ორივე მხრივ, ახალი სისხლის შეტანა, პროცესს კიდევ უფრო დინამიკურს გახდის“.
„ჩემთან დაკავშირებით ძალიან მარტივია, რაიმე სასკანდალო არ არის. დიახ, უმრავლესობაში არის ამაზე საუბარი და შემდეგი უმრავლესობის სხდომაზე, ალბათ, როგორც უმრავლესობის ლიდერს მხარს დამიჭერენ. ეს შედარებით მეორეხარისხოვანი თემაა. რაც შეეხება ცვლილებებს, მოდი, დავარქვათ გადახალისება – პოსტების, თანამდებობების, პოზიციების გაცვლა. ორივე მხრივ, ახალი სისხლის შეტანა, ვფიქრობ, პროცესს კიდევ უფრო დინამიკურს გახდის. ორივე ირაკლის – ღარიბაშვილსაც და კობახიძესაც აქვთ ორივე მიმართულებით ძალიან კარგი გამოცდილება, მენეჯმენტის კუთხით, პარტიული მუშაობის კუთხით. როგორც გუნდის შიგნით, ისე ქვეყანაში განსაკუთრებული ავტორიტეტი აქვს ერთსაც და მეორესაც. მათი მენეჯერული, პროფესიონალური უნარები, პატრიოტიზმი ამ ქვეყანას ცალკე გუნდს, როგორც პარტიას, ისე სამთავრობო გუნდს, ერთიორად გააძლიერებს. მიუხედავად იმისა, რომ უკვე ხედავთ, რომ პრაქტიკულად, ოპოზიციური ველი მოშიშვლებულია და აქ არანაირი პრობლემა არ გვქონია და არ გვაქვს, კიდევ უფრო მაღალ შედეგებს დავდებთ. საკმაოდ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის ვიბრძოლებთ და არა უბრალო გამარჯვებისთვის. ეს არის პარტიული შედეგების მიმართ ჩვენი დამოკიდებულება, მაგრამ ქვეყნის გაძლიერების, ეკონომიკის კიდევ უფრო დინამიკის, დეოკუპაციის კიდევ უფრო დინამიკის და პოზიტივის და ნებისმიერი მიმართულებით – სიღარიბე, ევროინტეგრაცია, ჩვენ კიდევ უფრო მეტი პროგრესი გვინდა გქონდეს და ეს გადახალისება ამაში კიდევ უფრო მოგვეხმარება“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.