მამუკა მდინარაძე: …შეგვიძლია ხვალვე წავიღოთ ეს კანონპროექტი უკან

თუ ვინმე, ჩვენს კანონპროექტში ერთ პუნქტს მაინც მონახავს, რომელიც რუსულის ანალოგია და სხვაგან, ევროპულსა და ამერიკულში არ არის, შეგვიძლია ვისაუბროთ, რომ ხვალვე წავიღოთ ეს კანონპროექტი უკან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მ ჟურნალისტებთან განაცხადა.
როგორც მდინარაძემ განმარტა, წაუკითხავ კანონს აპროტესტებინებენ ხალხს და „თავისას მიერეკებიან პიარულად“.
„თუ ვინმე, ჩვენს კანონპროექტში ერთ პუნქტს მაინც მონახავს, რომელიც რუსულის ანალოგია და სხვაგან, ევროპულსა და ამერიკულში მსგავსი ჩანაწერი არ არის, შეგვიძლია ვისაუბროთ, რომ ხვალვე წავიღოთ ეს კანონპროექტი უკან. თუ იტყვით დეკლარაციის შევსებას, საერთო ნიშანია ამერიკულში, კანადურში, უკრაინულში და ასე შემდეგ. ვინც ამ კამპანიაში ჩაერთვება, ყველას მივმართავ, ერთი პუნქტი დაგვისახელონ, რა არის რუსული და რა მოთხოვნაც გინდათ, დავაკმაყოფილებთ. წაუკითხავ კანონს როგორ აპროტესტებინებენ ხალხს? რა დღეში დარტყმის ქვეშ, ფსიქოლოგიურ ტერორში ამყოფებენ ადამიანებს, რომ ამაზე პასუხი არ აქვთ და მაგრამ თავისას მიერეკებიან პიარულად“,- აღნიშნა მდინარაძემ.
მისივე თქმით, „ამხელა რეიტინგის ფონზე“ თავი იმიტომ აიტკივეს, რომ თავის ტკივილს, რომელიც ოქტომბერში გვექნებოდა, ქვეყანა ვერ გადაიტანდა.
„ჩვენი თავის ატკივება სჯობს ახლა, ვიდრე ოქტომბერში ქვეყნის თავის ისეთ ატკივებას, რომელსაც ქვეყანა ვერ გადაიტანს. ახლა რასაც ვაკეთებთ ამით ვაზღვევთ, ქვეყანა ვეღარ გადაიტანდა. უფრო მეტი დიდი შავი ფული რომ შემოდის, უფრო მეტად გაუმჭვირვალე ხდება… გვამუნათებენ, გასულ წელს ხომ თქვით და რატომ გადათქვით, ზუსტად ამიტომ ვაკეთებთ, რომ გამჭვირვალობა იყოს. შავი ფული არ შემოვიდეს. აუტკივარი თავი, ამხელა რეიტინგის ფონზე იმიტომ ავიტკივეთ, რომ თავის ტკივილი, რომელიც გვექნება ოქტომბერში ქვეყანას, ვერ გადაიტანდა. ამ ყველაფერს ვაზღვევთ“, – აღნიშნა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ