მამუკა მდინარაძე – ქართველი ფსევდოლიბერალების აზრით, ამერიკელი ხალხი ჩელიაბინსკში გაიღვიძებს! – ტრამპის კამპანია აგებული იყო მშვიდობის, ოჯახური ღირებულებების ნარატივზე, ღიად აცხადებდა, რომ კაცი კაცია და ქალი ქალია

არჩევნებში არა თუ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში, ს გამარჯვების შემთხვევაშიც კი, ომის დასრულების პირობებში ურთიერთობების გადატვირთვის პოლიტიკის პოზიტიური მოლოდინი გვქონდა – ამ შემთხვევაში მითუმეტეს! – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მ განუცხადა.
კითხვაზე, რა უნდა გააკეთოს -მა გადატვირთვის ნაწილში, მდინარაძემ განაცხადა, რომ ჰელსინკის კომისიამ არ უნდა დაუწყოს ჩხუბი პრეზიდენტის ადმინისტრაციას, თუ რატომ ცნეს ლეგიტიმურად საქართველოს .
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ტრამპის კამპანია მთლიანად აგებული იყო მშვიდობის, კეთილდღეობის, ეკონომიკური წინსვლის, ტრადიციული ოჯახური ღირებულებების ნარატივზე.
„ქართველი ფსევდოლიბერალების აზრით ამერიკელი ხალხი ჩელიაბინსკში გაიღვიძებს! მათ რომ ჰკითხო, ამერიკელები დღეს ჩელისბინკში გაიღვიძებენ, რადგან არჩევნებში ტრამპი იმარჯვებს. ახლა წარმოიდგინეთ კამალა ჰარისმა რომ დაიწყოს, რომ ჩელიაბინსკში ვიღვიძებთ – დაახლოებით ამ დონის კამპანია აქვთ საქართველოში.
ტრამპის კამპანია მთლიანად აგებული იყო მშვიდობის, კეთილდღეობის, ეკონომიკური წინსვლის, ტრადიციული ოჯახური ღირებულებების ნარატივზე. ტრამპი ღიად აცხადებდა, რომ კაცი კაცია და ქალი ქალია. აქ რომ ქილიკობდნენ: ეგ რა სალაპარაკოაო, აშშ-ს პრეზიდენტი ამ საკითხებზე ღიად საუბრობდა, თურმე ეს ქართული ნარატივი კი არ ყოფილა, არამედ მსოფლიოში არიან ლიდერები, მათ შორის აშშ-ში აწ უკვე არჩეული პრეზიდენტი, რომელიც ამ თემაზე ღიად ლაპარაკობდა და საქილიკო არაფერი ყოფილა.
თურმე ტრადიციებსა და ფასეულობებზე მხოლოდ 4 მილიონიან ქვეყანაში კი არ საუბრობენ, არამედ ამ ნარატივის გამო – რომ ქალი ქალია და კაცი კაცია, აშშ-ს მოსახლეობა მხარს უფრო მეტად იმ ლიდერს უჭერს, ვინც ამ კამპანიას მიყვება.
ამიტომაც არ უხარია ჩვენს ოპოზიციას არჩევნებში ტრამპის გამარჯვება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე საგამოძიებო კომისიაზე – საზოგადოებამ უნდა გაიხსენოს, რაც არის დაკავშირებული წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილ დანაშაულებთან – არ შეიძლება, ასეთი პოლიტიკური ძალები დარჩეს პოლიტიკურ სპექტრში

ირაკლი კობახიძე – დონალდ ტრამპმა პირდაპირ უწოდა რუსეთ-უკრაინის ომს ე.წ. „პროქსი” ომი, რაც ნიშნავს მარიონეტულ ომს, მან პირდაპირ განაცხადა, რომ სინამდვილეში ამ ომის ორი მხარე არიან არა რუსეთი და უკრაინა, არამედ რუსეთი და დასავლეთი