მამუკა მდინარაძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტური თვითმმართველობების ხელმძღვანელებს ხვდება

საპარლამენტო უმრავლესობისა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტური თვითმმართველობების ხელმძღვანელებს ხვდება.
შეხვედრა პარლამენტში ამ წუთებში იმართება და ის მედიისთვის დახურულია.
მდინარაძე ახალგაზრდებს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს გააცნობს.
შეხვედრას ასევე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე ესწრება.

ასევე დაგაინტერესებთ

სერგო ჩიხლაძე – „ქართულმა ოცნებამაც“ დაადასტურა, რომ პრემიერი უარს ამბობს აშშ-სთან საუბარზე – ეს ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილის ნათქვამი სისრულეში მოდის, რუსეთისკენ სრული სვლა დაიწყო