მამუკა მდინარაძე – უფრო „ნაცური“ ნარატივის ადამიანი, ვიდრე დღეს სალომე ზურაბიშვილია, საქართველოში, პრაქტიკულად, არ არის

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, უფრო „ნაცური“ ნარატივის ადამიანი, ვიდრე დღეს ა, საქართველოში, პრაქტიკულად, არ არის. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
“სალომე ზურაბიშვილი არის რიგითი აქტივისტი, რომელიც იმასაც კი კადრულობს, რასაც, მაგალითად, ბერძენიშვილი, რომელიც თავს ესხმის საქართველოს პატრიარქს. ძალიან მდაბიო პიარია ნაწარმოები საქართველოს პატრიარქის წინააღმდეგ. ეს არის ადამიანი, რომელმაც ორი წლის განმავლობაში ვერ შეძლო ეთქვა, რომ საქართველო ამ მოცემულობით იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს, სანამ ეს არ ვაიძულეთ საქართველოს პარლამენტში. შესაბამისად, როცა რიგითი აქტივისტის პოზიციას მოირგებ, მერე არ უნდა გაგიკვირდეს. როცა დადგები იმ ადამიანების გვერდით, რომლებიც პატრიარქს ესხმიან თავს ამგვარი “ნაცური” რადიკალიზმით, აქაც არ უნდა გაგიკვირდეს, რომ მოხსენიებული იქნები “ნაცებთა” შორის უფრო “ნაცად”. შესაბამისად, უფრო “ნაცური” ნარატივის ადამიანი, ვიდრე დღეს სალომე ზურაბიშვილია, საქართველოში, პრაქტიკულად, არ არის.
რაც შეეხება მის განცხადებებს, მე არ ვიცოდი ზურაბიშვილის გამოსვლის ის ნაწილი, სადაც კალანდარიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს. ეს არის უკიდურესი სკანდალი, თუ ასეთი რამ თქვა. თუ მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მინიშნება გააკეთა, ეს ადასტურებს იმ ინფორმაციას, რომ ან მორალური, ან ფიზიკური თავდასხმა იგეგმებოდა ცესკო-ს თავმჯდომარეზე. ადასტურებს ამ ინფორმაციას, რომ განიხილებოდა თემა საკუთარი თანამდებობიდან ცესკო-ს თავმჯდომარე რამენაირად მოეშორებინათ და მისი ადგილი დაეკავებინა მოადგილეს, რომელიც არის “ნაცური” პარტიის ანუ ხაზარაძის პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი. არსად ცივილიზებულ სამყაროში არ არის მოცემულობა, რომლის მიხედვითაც ოპოზიციონერი მოადგილე შეითავსებდა ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობას, მისი არ ყოფნის შემთხვევაში. ამგვარი, ცუდი გაგებით, უპრეცედენტობა იყო მხოლოდ იმიტომ, რომ “ნაცებს” ჩაეტარებინათ არჩევნები. ეს იგეგმებოდა და ეს დაადასტურა სალომე ზურაბიშვილმაც, როგორც ჩანს”- განაცხადა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია: სკალპელით გადაჭრა და დახურა თემა და ყოველგვარი სპეკულაციები, მათ შორის, ჩვენი პარტნიორების კეთილი ზრახვებით ნაკარნახევი არასწორი და კონტრპროდუქტიული რჩევა-დარიგებებიც