მამუკა მდინარაძე – ტრამპისა და პუტინის შეხვედრამ ყველა კითხვას გასცა პასუხი: იყო თუ არა საქართველო მოაზრებული ამ ომში? – დიახ, არა თუ მოაზრებული, არამედ გეგმის ნაწილი იყო, როგორც მეორე, პროქსი სახელმწიფო

დონალდ ტრამპისა და ს შეხვედრამ ყველა კითხვას გასცა პასუხი: იყო თუ არა საქართველო მოაზრებული ამ ომში? – დიახ, არა თუ მოაზრებული, არამედ გეგმის ნაწილი იყო, როგორც მეორე, პროქსი სახელმწიფო და რომ არა ჩვენი სიმტკიცე, დღეს საქართველოსგან ნანგრევები იქნებოდა დარჩენილი, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი წერს.
მისი თქმით, ყველა „აგენტმა, რომელიც რეალურად საქართველოს ომში ექაჩებოდა, რომელიც ამბობდა, რომ არანაირი ომისა და მშვიდობის დილემა არ არსებობს“, რომელმაც ს წინა დღეს „სააკაშვილი საქართველოში გადატრიალების მოსაწყობად შემოაპარა“, რომელმაც ომის მიმდინარეობის პარალელურად ქვეყანაში რევოლუციური გეგმები დასახა და ძალადობრივი აქციები დააორგანიზა – პასუხი უნდა აგოს ქართველი ხალხის წინაშე!“.
„მშვიდობის ძიებაში“ – ეს მთავარი სლოგანი წარმოუდგინეს მსოფლიოს ორი ბირთვული სახელმწიფოს, -სა და ს ლიდერებმა და მთავარ გამოწვევად სწორედ მშვიდობის დამყარება გამოაცხადეს.
ჩვენ გაცილებით ადრე, ში ომის დაწყების დღიდან, ქართულ საზოგადოებას თამამად ვუთხარით, რომ ჩვენი ხელისუფლება და ქვეყანა არაფორმალურმა, ჩრდილოვანმა ძალებმა, მათ მიერ მართული ბიუროკრატების ხელით, სწორედ ომისა და მშვიდობის დილემის წინაშე დააყენეს. მათივე უსიტყვო მორჩილებაში მყოფმა რადიკალურმა ოპოზიციამ, ეგრეთ წოდებულმა მედიამ და NGO სექტორმა კი სცადა ეს ყველაფერი „ცრუ დილემად” წარმოეჩინა ქართული საზოგადოებისთვის.
სა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრამ ყველა კითხვას გასცა პასუხი:
იყო თუ არა ეს ომი პროქსი ომი?
დიახ, ეს იყო დასავლეთის და რუსეთის დაპირისპირება მესამე ქვეყნის ხელით. ეს ფაქტი თავად დონალდ ტრამპმაც დაადასტურა.
იყო თუ არა საქართველო მოაზრებული ამ ომში?
დიახ, არა თუ მოაზრებული, არამედ გეგმის ნაწილი იყო, როგორც მეორე, პროქსი სახელმწიფო და რომ არა ჩვენი სიმტკიცე, დღეს საქართველოსგან ნანგრევები იქნებოდა დარჩენილი.
შეიძლებოდა თუ არა ამ ომის თავიდან აცილება?
დიახ, ამერიკელებიც და რუსებიც, ლიდერების დონეზე თანხმდებიან, რომ ეს ომი არ მოხდებოდა, თანამდებობაზე ტრამპი (ანუ შესაბამისი პოლიტიკური ნება) რომ ყოფილიყო.
იყო თუ არა ომისა და მშვიდობის დილემა რეალური?
რა თქმა უნდა, ეს იყო მთავარი დილემა, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყანა აღმოჩნდა და ჩვენ, ქართველი ხალხის მხარდაჭერით, მივიღეთ უალტერნატივო გადაწყვეტილება, ქვეყანა და ასიათასობით ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე გადაგვერჩინა. ამაში მძიმე პოლიტიკური ფასიც გადავიხადეთ.
ამიტომ, ყველა იმ აგენტმა, რომელიც რეალურად საქართველოს ომში ექაჩებოდა, რომელიც ამბობდა, რომ არანაირი ომისა და მშვიდობის დილემა არ არსებობს, რომელმაც არჩევნების წინა დღეს სააკაშვილი საქართველოში გადატრიალების მოსაწყობად შემოაპარა, რომელმაც ომის მიმდინარეობის პარალელურად ქვეყანაში რევოლუციური გეგმები დასახა და ძალადობრივი აქციები დააორგანიზა – პასუხი უნდა აგოს ქართველი ხალხის წინაშე!
საზოგადოების ის ნებისმიერი წევრი, რომელიც ჯერ კიდევ მათ უჭერს მხარს, ახლა მაინც უნდა დაფიქრდეს, როგორ ხდება, რომ დღემდე იმ ადამიანებს ემხრობა, რომელთა გამარჯვების შემთხვევაში შეიძლება ცოცხალიც კი აღარ ყოფილიყო?!“, – წერს მდინარაძე „ფეისბუქზე“.

ასევე დაგაინტერესებთ

ემანუელ მაკრონი – ვიცით, რას ნიშნავს უსაფრთხოების გარანტიების არარსებობა, ეს იყო საქართველო 2008 წელს და ყირიმი 2014 წელს – თუ სამშვიდობო შეთანხმება უსაფრთხოების გარანტიების გარეშე გაფორმდება, რუსეთი სიტყვას არ შეასრულებს