მამუკა მდინარაძე – სისხლის სამართლის კოდექსს ახალი სასჯელის სახე – უცხოელის საქართველოდან გაძევება და განსაზღვრული ვადით საქართველოში შემოსვლის აკრძალვა დაემატება

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს „უცხოელის საქართველოდან გაძევება და საქართველოში განსაზღვრული ვადით შემოსვლის აკრძალვა“ დაემატება.
მდინარაძის თქმით, ასევე იზრდება იმ უცხოელების მიმართ ჯარიმები, რომლებმაც საქართველოში ყოფნის წესი დაარღვიეს და მნიშვნელოვნად მარტივდება ქვეყანაში არალეგალურად მყოფ უცხოელთა გაძევების პროცედურა.
„განვიხილეთ საკითხი, რომელიც ჩვენს საზოგადოებას განსაკუთრებით ბოლო პერიოდის განმავლობაში, გავრცელებული კადრებით თუ არსებული რეალობიდან გამომდინარე აწუხებს. ამ გამოწვევების ადეკვატურად მინდა წარმოგიდგინოთ საქართველოს პარლამენტის, საპარლამენტო უმრავლესობის ახალი ინიციატივა – „საერთაშორისო დაცვის შესახებ“, რომელიც გულისხმობს შემდეგს – სისხლის სამართლის კოდექსს დაემატება ახალი სასჯელის სახე – უცხოელის საქართველოდან გაძევება და განსაზღვრული ვადით საქართველოში შემოსვლის აკრძალვა.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ჩაემატება ადმინისტრაციული სახდელის ახალი სახე – უცხოელის საქართველოდან გაძევება და უცხოელის საქართველოში შემოსავლის აკრძალვა.
ასევე იზრდება იმ უცხოელების მიმართ ჯარიმები, რომლებმაც საქართველოში ყოფნის წესი დაარღვიეს და მნიშვნელოვნად მარტივდება ქვეყანაში არალეგალურად მყოფ უცხოელთა გაძევების პროცედურა“,- განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

“ისე მომინდა, ჩავხუტებოდი და მეკოცნა – ასეთი პატარასთვის, დალეულისთვის, ერთ წელიწადში 90 წლისასთვის, მთელი დღე რომ მუშაობს ამ დაწყევლილ, დაუნდობელ და დაქცეულ სამყაროში – და მერე თავის, თითქმის 90 წლის ქალთან მიდის”

აბას არაღჩი – არ მგონია, აშშ-თან მოლაპარაკებები სწრაფად განახლდეს – მშვიდობიანი ბირთვული პროგრამა ეროვნული სიამაყისა და დიდების საკითხად იქცა, ხალხი ურანის გამდიდრებისგან იოლად არ დაიხევს უკან