მამუკა მდინარაძე საქართველო-აშშ-ის ურთიერთობაზე – გვაქვს მოლოდინი, რომ ურთიერთობები ახალ ფაზაში გადავა და სახვეწარი აღარ გვექნება საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზები, პირდაპირი ფრენები, თავისუფალი ვაჭრობა

ჩვენ გვაქვს მოლოდინი იმის შესახებ, რომ -საქართველოს ურთიერთობები ახალ ფაზაში გადავა – მხოლოდ განცხადებები არავის არაფერში სჭირდება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მ ჟურნალისტებს განუცხადა.
მდინარაძემ ასევე ისაუბრა მთავრობის მიერ აშშ-ში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე თამარ ტალიაშვილის კანდიდატურის წარდგენაზეც და აღნიშნა, რომ ის წარმატებული ელჩი იქნება, რომელსაც ამ სფეროში ბევრი წლის გამოცდილება აქვს.
„მინდა მივულოცო თამარ ტალიაშვილს, პროფესიონალს, რომელსაც აქვს ბევრი წლის გამოცდილება ამ სფეროში. ის არის ადამიანი, რომელიც გულით უდგება თავის საქმეს.
რაც შეეხება საქართველო-აშშ-ის ურთიერთობას, ჩვენ გვაქვს მოლოდინი იმის შესახებ, რომ ურთიერთობები ახალ ფაზაში გადავა და ჩვენ სახვეწარი აღარ გვექნება საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზები, პირდაპირი ფრენები, თავისუფალი ვაჭრობა და ჩვენ დავრწმუნდებით, რომ მართლა გადაიტვირთა ურთიერთობები. მხოლოდ განცხადებები არავის არაფერში სჭირდება“, – განაცხადა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი კერძო კომპანიების მიერ სრულად აიკრძალება, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ სამკურნალო საშუალებათა იმპორტი და რეალიზაცია მხოლოდ სახელმწიფოს პრეროგატივა იქნება

ვიქტორ ორბანი – არ ვფიქრობ, რომ რუსეთი ნატო-სთვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენს, ნატო-ს კი უკრაინაში არაფერი ესაქმება – ტრამპის წყალობით ახალი ომები ხანმოკლე ხდება, ძველებს კი „საწვავი აღარ ჰყოფნით“