მამუკა მდინარაძე – საქართველო აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი, ოღონდ არა ცალ ფეხზე დგომის, ეროვნული თავმოყვარეობის შელახვის, იდენტობის დაკარგვის, გაუმჭვირვალობის და შავი ფულით ქვეყნის მართვაში ჩარევის ხარჯზე

საქართველო აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი, ოღონდ არა ცალ ფეხზე დგომის, ეროვნული თავმოყვარეობის შელახვის, იდენტობის დაკარგვის, გაუმჭვირვალობის და შავი ფულით ქვეყნის მართვაში ჩარევის ხარჯზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, სოციალურ ქსელში წერს.
მდინარაძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით მიმდინარე კამპანიას ეხმაურება და აცხადებს, რომ ოპონენტები საზოგადოებას ვეღარ მოატყუებენ.
“გამჭვირვალობის კანონის” წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
მისი განცხადებით, ოპონენტები საზოგადოებას ვეღარ მოატყუებენ და სიმართლეც ვეღარ დაიმალება, ვინაიდან, ხალხი სიმართლეს უჭერს მხარს, დემოკრატია კი სწორედ ხალხის ძალაუფლებას ნიშნავს.
“ხალხს ვეღარ მოატყუებთ და სიმართლესაც ვერაფერი მოერევა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამ სიმართლეს ხალხის მხარდაჭერა აქვს, დეზინფორმაციას და შავი ფულით ქვეყნის დამოუკიდებლობაში ჩარევის მცდელობას – მხოლოდ ლობირების იმედად დარჩენილი უსამშობლო ადამიანების! დემოკრატია ხალხის ძალაუფლებას ნიშნავს!..
ქვეყნის კურსი ჩვენ კონსტიტუციით განვსაზღვრეთ და ზუსტად ვიცით, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი, ოღონდ არა ცალ ფეხზე დგომის, ეროვნული თავმოყვარეობის შელახვის, ეროვნული იდენტობის დაკარგვის, გაუმჭვირვალობის და შავი ფულით ქვეყნის მართვაში ჩარევის ხარჯზე!
ამას საქართველო აღარასდროს დაუშვებს!
#ღირსებითევროპაში”, – წერს მამუკა მდინარაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ოპოზიციამ ხელი მოაწერა „ერთიანობის დეკლარაციას“, წარმოუდგენელია, „ქართული ქარტიის“ ალტერნატივის შექმნა დაიწყეს, ეს აბნევს ადამიანებს – კეთილი ინებეთ და ცოტა სერიოზულად მოიქეცით

თეონა აქუბარდია – პრემიერის მთელი ანგარიში სავსე იყო სიყალბით – ამის გამო შევედი ორი წუთით, რათა მისთვის მეთქვა, რამდენად ვნებს მისი და „ქართული ოცნების“ პოლიტიკა ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას