მამუკა მდინარაძე – როდესაც სააკაშვილის შედარებას ბედავენ, ამაზე უფრო დიდი ამორალურობა არ არსებობს – ეს სპექტაკლი დაიწყო სალომე ზურაბიშვილის უნებართვო ვიზიტით

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილსა და რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ს შორის პარალელის გავლება ამორალურია.
როგორც მდინარაძემ განაცხადა, ნავალნი სააკაშვილის შედარება გამოიწვია ზურაბიშვილის „უნებართვო ვიზიტმა“ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში.
„უფრო ბინძური რამე არ შეიძლება არსებობდეს, ვიდრე პარალელის გავლება ნავალნისთან. მაგალითისთვის, საილუსტრაციოდ შეგიძლიათ ნახოთ როგორ საკანში იყო მოთავსებული ნავალნი და როგორ 2 ოთახიან პალატაშია მოთავსებული კრიმინალი სააკაშვილი. ეს განსხვავებაა მათ რეალურ მდგომარეობებს შორის.
მტკიცებულებები რომ არსებობდეს და თავის დროზე არ იყოს განადგურებული და მისი თანამზრახველები სწორ ჩვენებს იძლეოდნენ, ალბათ, სააკაშვილს 10-ჯერ მძიმე და 1000-ჯერ მეტი დანაშაული დაუმტკიცდებოდა. ქართველმა ხალხმა იცის რა სისტემა შექმნა სააკაშვილმა, როგორ აწამებდნენ მისი სისტემის წარმომადგენლები ადამიანებს. როდესაც ისინი ნავალნისთან შედარებას ბედავენ, ამაზე უფრო დიდი ამორალურობა არ არსებობს.
ეს {შედარება ნავალნი -სააკაშვილის]არ დაწყებულა ევროპარლამენტში, ეს დაიწყო მიმდინარე დღეებში, როდესაც სალომე ზურაბიშვილმა სპექტაკლში მიიღო მონაწილეობა, როდესაც ჩვენი ერთ-ერთი მეგობარი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს უხმოდ უსმენდა, რომელმაც მიხეილ სააკაშვილს „მოდერნიზაციის სიმბოლო“ უწოდა და მისი განთავისუფლება მოსთხოვა პრეზიდენტად წოდებულ ზურაბიშვილს. აქედან დაიწყო, შემდეგ ისტერიული მოთხოვნები დღეს პარლამენტში ვნახეთ, შემდეგ ევროპარლამენტში მათი მხარდამჭერების და ლობისტების მოთხოვნები ვნახეთ. ეს სპექტაკლი დაიწყო ს უნებართვო ვიზიტით“,- განაცხადა მდინარაძემ.
როგორც მან პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა, თუკი სააკაშვილის რეიტინგი 1%-ით მაინც ასცდება ზურაბიშვილის რეიტინგს, სააკაშვილს „შეაწყალებინებენ და ზურაბიშვილს გვერდზე გაწევენ“.
„ახლა რას გააკეთებს ზურაბიშვილი მასზე არ არის დამოკიდებული, თუ მისი რეიტინგი ასცდება სააკაშვილის რეიტინგს, მაშინ სააკაშვილს არ შეიწყალებს და თვითონ იქნება აქტორი რადიკალური ოპოზიციის მხარეს, ხოლო თუ სააკაშვილის რეიტინგი 1%-ით მაინც ასცდება ზურაბიშვილის რეიტინგს, სააკაშვილს შეაწყალებინებენ, ზურაბიშვილს გვერდზე გაწევენ. არც ერთს და არც მეორეს არ ეკითხებიან რას ჩაიდენენ ისინი“,- განაცხადა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ