მამუკა მდინარაძე – როგორი ბრძოლითაც მოვიპოვეთ კანდიდატის სტატუსი, ისეთივე ბრძოლით მოიპოვეს ევროპის საგზური ჩვენმა ბიჭებმა – არ შეიძლება ეს შემთხვევითი იყოს, ეს არის დიდი სიმბოლური ამბავი, რასაც სჭირდება სწორი შეფასება, დაფასება

როგორი ბრძოლითაც მოვიპოვეთ კანდიდატის სტატუსი, ისეთივე ბრძოლით მოიპოვეს ევროპის საგზური ჩვენმა ბიჭებმა – არ შეიძლება ეს შემთხვევითი იყოს, ეს არის დიდი სიმბოლური ამბავი, რასაც სჭირდება სწორი შეფასება, დაფასება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა იმას, რომ საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრები გუშინდელ მატჩში გამარჯვების შემდეგ, ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.
მისი თქმით, საქართველომ ყველა მიმართულებით დაამტკიცა, რომ იმსახურებს ევროპის საგზურს.
“ეს გუშინ დააგვირგვინეს ჩვენმა გმირმა ბიჭებმა, რომლებმაც თავი დადეს, რათა ეს ისტორიული წარმატება მოეტანათ ჩვენი ქვეყნისთვის, საკუთარი სამშობლოსთვის. არ არსებობს იმაზე დიდი ემოცია, რაც შენი ეროვნული გუნდის გამარჯვებას მოაქვს. ჩვენ, ყველა მიუხედავად ბევრი განსხვავებისა, ერთად ვიყავით თანამოზიარეები ამ არაბუნებრივად დიდი, ისტორიული გამარჯვების. საქართველომ ყველა მიმართულებით დაამტკიცა, რომ იმსახურებს ევროპის საგზურს. ერთი რამ მიხარია და არ მგონია ვერ მიხვდეს ყველა, ვინც ოდნავ ობიექტურად მოუსმენს ამ განმარტებას – როგორი ბრძოლითაც მოვიპოვეთ კანდიდატის სტატუსი, ისეთივე ბრძოლით მოიპოვეს ევროპის საგზური ჩვენმა ბიჭებმა. არ შეიძლება ეს შემთხვევითი იყოს. ეს არის დიდი სიმბოლური ამბავი, რასაც სჭირდება სწორი შეფასება, დაფასება და არ შეიძლება თითოეულ მათგანს ეს არ დავუფასოთ. ახალი ისტორია დაიწერა. ამდენი ხანია ქართველები ვტრაბახობთ თბილისის “დინამოს” გამარჯვებით, 1981 წელს – ეს ლეგენდარული მატჩი არის დიდი ისტორიის ერთი ფურცელი, დიდი ისტორიის მეორე ფურცელი კი დაწერეს უკვე ლეგენდად ქცეულმა ჩვენმა ფეხბურთელებმა”,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
გარდა ამისა მამუკა მდინარაძემ უპასუხა კითხვას იმის შესახებ, რომ რესპუბლიკის მოედანზე გამარჯვების ზეიმის დროს ს პარტიის წევრებმა პრემიერ-მინისტრს სხვადასხვა შეძახილით მიმართეს. მდინარაძის თქმით, ორი ჯგუფი იყო დაორგანიზებული, რომლებიც საზოგადოების ნეგატივში აყოლიებას ცდილობდა.
“როდესაც მართლა ყველა, ერი და ბერი ზეიმობდა და ქუჩაში ადამიანები ერთმანეთს ეხუტებოდნენ, ულოცავდნენ (ამაზე დიდი პოზიტიური ემოცია ალბათ არ არსებობს), ამ დროს, როგორ უნდა იფიქრო – ორ ადგილზე, სადაც ახლოს იყო კამერები, 20-20 კაციანი ჯგუფი იყო დაორგანიზებული, რომლებიც ცდილობდნენ, ხალხი აეყოლიებინათ რაღაც ნეგატიურში. როდესაც ერი და ბერია გაერთიანებული, რა დროს “უუუ” და წამოყვირებებია. ხალხი გაოგნებული უყურებდა კამერებთან დაორგანიზებულ ორ ჯგუფს. ეს ყველაფერი არ გამოვიდა და გადაფარა ოვაციებმა, რაც პრემიერის გამოსვლას და მის გადაწყვეტილებას მოჰყვა, რაც გმირი ბიჭების ღირსების ორდენებით დაჯილდოებას გულისხმობდა”, – განაცხადა მდინარაძემ.
გარდა ამისა, კითხვას, რომ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ანა წითლიძემ ეროვნული ნაკრების გამარჯვებასთან დაკავშირებით თქვა, რომ ამის გამო მამუკა მდინარაძესაც ჩაეხუტებოდა”, მდინარაძე ასე პასუხობს: “რა ენაღვლება ანა წითლიძეს. ამაზე შემიძლია გითხრათ – წაუგებელზე დაუდია. ორ კურდღელს იჭერს. მე არ მეკითხებით, მინდა თუ არა “ნაცთან” ჩახუტება? გახარია ხომ არ ვარ?!”

ასევე დაგაინტერესებთ