მამუკა მდინარაძე – რა ღობე, რის ღობე?! – პარკი იქ იქნება, არსად წავა და გამოადგება მოქალაქეებს – რა თქმა უნდა, ორ ადამიანს ექნება განსხვავებული აზრი, მაშინ, პრემიერ-მინისტრის ცვლილებასაც აზრი არ ჰქონდა

რა ღობე, რის ღობე?! – პარკი იქ იქნება, არსად წავა და გამოადგება მოქალაქეებს. თანხები დაიხარჯა და მოქალაქეებს გამოადგება. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ორ ადამიანს ექნება განსხვავებული აზრი, მაშინ, პრემიერ-მინისტრის ცვლილებასაც აზრი არ ჰქონდა, – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა მ ჟურნალისტებს ზუგდიდში განუცხადა, როდესაც უპასუხა დასმულ შეკითხვას მთავრობის ადმინისტრაციიდან ღობის მოხსნასთან დაკავშირებით.
მდინარაძის თქმით, ღობე სადღაც გადაინაცვლებს, სადაც მისი არსებობის კიდევ უფრო მეტი საჭიროება იქნება.
„რატომ აიძულებთ თქვენ ირაკლი ღარიბაშვილს და ს აბსოლუტურად ერთი და იგივე აზრზე იყვნენ ყველაფერთან დაკავშირებით. ეს, რა თქვენი საქმეა. თქვენ ებრძვით ჭეშმარიტ „ნაცურ“ სტილში განსხვავებულ აზრს – თუკი ირაკლი ს რაღაცაზე, ღობესთან დაკავშირებითაც კი, განსხვავებული აზრი გააჩნია ეს ყოფილა დაპირისპირება.
თქვენ გინდათ, რომ ირაკლი ღარიბაშვილს და ირაკლი კობახიძეს ყველაფერთან დაკავშირებით, გახედვასთან დაკავშირებითაც კი, ჰქონდეთ ერთი აზრი. რაც შეეხება ბიუჯეტის ფულს, მე გაძლევთ პირობას იმიტომ, რომ სხვანაირად შეუძლებელია, ეს ღობე არსად არ წავა და სადღაც გადაინაცვლებს, სადაც მისი არსებობის კიდევ უფრო მეტი საჭიროება იქნება. ამიტომ, დამშვიდდით, ახლა, ამ ღობის ფულზე თქვენ ძალიან ნუ ინერვიულებთ, მაგრამ რაც შეეხება კადრებს, ღობეს, როგორც თქვენ… რა ღობე, რის ღობე?! – პარკი იქ იქნება, არსად წავა და გამოადგება მოქალაქეებს. თანხები დაიხარჯა და მოქალაქეებს გამოადგება. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ორ ადამიანს ექნება განსხვავებული აზრი, მაშინ, პრემიერ-მინისტრის ცვლილებასაც აზრი არ ჰქონდა. თუ ერთი ადამიანიც კი, არ უნდა შეცვლილიყო რაღაც პოზიციაზე, მაშინ ისევ იქნებოდა და პრემიერად დარჩებოდა ის ადამიანი. რადგან გუნდმა მიიღო ასეთი გადაწყვეტილება და გადაანაცვლეს, შეცვალეს ერთმანეთი, ეს ნიშნავს იმას, რომ ირაკლი კობახიძეს რაღაც საკითხებთან დაკავშირებით ბუნებრივად განსხვავებული აზრი ექნება და თქვენ, ჭეშმარიტ „ნაცურ“ სტილში ებრძვით განსხვავებულ აზრს. ეს იყო თქვენი სტილი 2012 წლამდე და ახლაც, იმავეს აგრძელებთ. როგორ შეიძლება ირაკლი კობახიძეს, რომ თურმე რაღაცასთან დაკავშირებით განსხვავებული აზრი ჰქონდეს და ეს ნიშნავს, თურმე დაპირისპირებას“, – განაცხადა მდინარაძემ ჟურნალისტებთან.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ შეადგინა 1 მლრდ 600 მილიონი დოლარი, ასევე საქართველოს შარშან ეწვია 48 ათასზე მეტი ტურისტი, რაც 6,5-ჯერ აღემატება 2022 წლის მაჩვენებელს