მამუკა მდინარაძე – რასაც ოპოზიცია აკეთებს, რა საარჩევნო კამპანიასაც როზნერების გადანაცვლება-გადმონაცვლებით აწარმოებენ, ალბათ, ამაზე უკეთესს ჩვენ ვერ ვთხოვდით

რასაც ოპოზიცია აკეთებს, რა საარჩევნო კამპანიასაც როზნერების გადანაცვლება-გადმონაცვლებით აწარმოებენ, ალბათ, ამაზე უკეთესს ჩვენ ვერ ვთხოვდით, – ეს განცხადება მედიასთან ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მ გააკეთა.
მდინარაძის თქმით, თუ ოპოზიცია ასე გააგრძელებს, “ქართული ოცნება” საკონსტიტუციო უმრავლესობას უფრო მყარად აიღებს.
„მაგალითად, რასაც „ნაციონალური მოძრაობის“ დანამატები, რადიკალიზმის მანტიამორგებულები – მათ შორის ხაზარაძე, გახარია აკეთებენ, ამაზე უკეთესს რას მოიფიქრებს ყველაზე კარგი პიარშიკი, ვერ წარმომიდგენია – შეიძლება სთხოვო, დააცინინე ხალხს თავი „მუსტანგით“, რომელიც დაიწვება… ასე გააგრძელონ და საკონსტიტუციო უმრავლესობას უფრო მყარად ავიღებთ“ – განაცხადა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ შეადგინა 1 მლრდ 600 მილიონი დოლარი, ასევე საქართველოს შარშან ეწვია 48 ათასზე მეტი ტურისტი, რაც 6,5-ჯერ აღემატება 2022 წლის მაჩვენებელს