მამუკა მდინარაძე – რასაც ვხედავთ, არის ვანდალიზმი, შეტევაზე გადასვლა და სუფთა პროვოკაცია – შვილებო, ძმებო, დებო, მოგიწოდებთ, დაფიქრდით, თვითონ წაიკითხეთ, ვის ბრძოლაში ხართ, რის ბრძოლაში ხართ?

რასაც ვხედავთ, არის ვანდალიზმი, შეტევაზე გადასვლა და სუფთა პროვოკაცია, პასუხს გასცემს პოლიცია, „ბავშვები ცემესო“, გამოხტებიან და ვიღაცეები დაწერენ. ცოტა ადეკვატურები რომ ვიყოთ, ჯობია – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მ რუსთველის გამზირზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით.
მამუკა მდინარაძე მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, დაფიქრდნენ, ვის და რის ბრძოლაში არიან.
„ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამას აქვს თავის საფუძველი. ამდენი ხნის განმავლობაში რომ ვიხვეწებით, ერთი არგუმენტი გვითხარით, გამჭვირვალობაში და დეკარაციის შევსებაში რა არის რუსული, ყველაფრის თავის სახელის დარქმევაში, თუ უცხოეთიდან ფინანსდები, ამ ფინანსებს თავისი ინტერესები მოსდევს, ამ ელემენტარულ ჭეშმარიტებაში, ამაზე ხომ პასუხი ვერ გაგვცეს. რაზეც რუსულიაო, დაიწყეს ლაპარაკი, ყველაფერი ამერიკულიდან გადმოწერილი აღმოჩნდა და რანაირად? ამ ბავშვებმაც ხომ უნდა იფიქრონ? შვილებო, ძმებო, დებო, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, ყველას მივმართავ, დაფიქრდით, თქვენ თვითონ წაიკითხეთ, ვის ბრძოლაში ხართ, რის ბრძოლაში ხართ? გავა 10-15 წელი, გაიზრდებიან ეს ბავშვები, აუხსნიან მერე ერთმანეთს და დარწმუნებული ვარ, ზუსტად მიხვდებიან, რაშიც არის საქმე და რა დააყენეს პატრიოტიზმის მოტივით ისტორიის ცუდ მხარეს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ