დიახ, გიდასტურებთ – ის ბავშვები, ახალგაზრდები, რამდენიმე, ჩვენი ახალგაზრდულის წევრია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს გუშინ, თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციაზე, გარკვეული პირები ლაზერს ანათებდნენ.
მდინარაძის თქმით, ის დეტალურად გაერკვია ამბავში, თუ ვინ ვის რა უთხრა, იმიტომ რომ საინტერესოა,
„დიახ, გიდასტურებთ ის ბავშვები, ახალგაზრდები, რამდენიმე, ჩვენი ახალგაზრდულის წევრია. წუხელ დეტალურად გავერკვიე ამ ამბავში – ნებისმიერ კითხვაზე: ვინ ვის რა უთხრა, იმ დონეზე გავარკვიე ეს ამბავი, იმიტომ, რომ საინტერესოა, ალბათ. თვითონ რომ არ ეთქვა, მე ამას არ ვიტყოდი – თედო, რომელიც თქვენმა პარტიამ გააუბედურა და ბავშვობა წაართვა, იყო იმ მოქმედების ინიციატორი, რასაც აკეთებდნენ. ჩემი ახალგაზრდულის ხელმძღვანელი მიყვება მისი და თედოს მეგობრის მონაყოლს, რომ როცა გვთხოვა, წავსულიყავით და ამით მაინც შეგვექმნა რაღაც დისკომფორტიო და როცა კამერებით და გინებით ამოვარდნენ ის გოგონებიო, მე პირველმა გადავიფარე ის რაღაც, იმიტომ, რომ არ მინდოდა ისევ მამაჩემს ვენახე და ისევ ის ტკივილი გამეღვიძებინა, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოუშუშებელი ტკივილის სახით დაგვიტოვაო. ბავშვობა წართმეული ადამიანის დაცინვით ხართ ახლაც დაკავებული“, – განაცხადა მდინარაძემ.
კითხვაზე, რამდენად სწორი საქციელია, როდესაც საქართველოს პრეზიდენტს ლაზერს ანათებდნენ, მდინარაძემ უპასუხა: „რამდენად სწორია პრემიერ-მინისტრს რომ „სირცხვილიას“ წარმომადგენლები სახეში ლაზერს ანათებდნენ?
„ეს არის ორმაგი სტანდარტის გამოვლინება, რასაც კადრულობ“’. სიტყვით გამომსვლელი იყო მაშინ კობახიძე. სახელებით და გვარებით გაიშიფრნენ ორგანიზატორები – ვის რა უნდა ეყვირა, ვის რა უნდა ეკივლა და ვის ლაზერი უნდა მიენათებინა. ფლანგებზე იყვნენ განაწილებული კარგად დატრენინგებული რამდენიმე ასეული ახალგაზრდა. „ფრანკლინის კლუბში“ გამოზრდილები, ძირითადად. ჩვეულებრივად მისულ ადამიანებში 30-40% შეიძლება აყვეს, 60% არა“, – განაცხადა მდინარაძემ.