მამუკა მდინარაძე – პოლიციელს ხასიათში უზის თავგანწირვა მოქალაქეებისა და სამშობლოსადმი, ამიტომ არიან გმირები, ამიტომ იმსახურებენ პატივისცემას საზოგადოებისაგან და დაფასებას თავისი ქვეყნისაგან

პოლიციელს, რომელსაც თავის ხასიათში, ხასიათის თვისებად უზის თავგანწირვა თავისი მოქალაქეებისა და სამშობლოსადმი, ბუნებრივია, უნდა მივულოცოთ თითოეულ მათგანს დღევანდელი დღე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მ, პოლიციელის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.
მდინარაძის თქმით, პოლიციელებს სულში აქვთ გმირობა და ამიტომ იმსახურებენ ისინი პატივისცემას და დაფასებას საზოგადოებისა და ქვეყნისაგან.
„ამიტომ არიან ისინი გმირები და ამიტომ იმსახურებენ პატივისცემას საზოგადოებისაგან და დაფასებას თავისი ქვეყნისაგან. ვულოცავ იმ ადამიანებს, რომლებსაც სულში და გულში უზით გმირობა და წარმატებას ვუსურვებ მათ და მათი ოჯახის წევრებს მთელი ცხოვრების განმავლობაში. ჩემთვის განსაკუთრებით სენსიტიურია მათი პროფესიული წარმატება, განსაკუთრებით დიდ პატივს ვცემ, მათ შორის, იმის გამო, რომ წარსულში ეს ჩემი პროფესია გახლდათ. კიდევ ერთხელ, დიდი პატივისცემა და მილოცვა ჩემგან მათ, ” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

“ისე მომინდა, ჩავხუტებოდი და მეკოცნა – ასეთი პატარასთვის, დალეულისთვის, ერთ წელიწადში 90 წლისასთვის, მთელი დღე რომ მუშაობს ამ დაწყევლილ, დაუნდობელ და დაქცეულ სამყაროში – და მერე თავის, თითქმის 90 წლის ქალთან მიდის”

ელენე ხოშტარია – ყველა პოლიტიკური პატიმარი არის არა მსხვერპლი, არამედ სისტემასთან მებრძოლი დაუმორჩილებლობის გამორჩეული მაგალითი – ამ დაუმორჩილებლობით, ართანამშრომლობით, ღირსებით, სიმართლის ერთგულებით დავამარცხებთ სისტემას