მამუკა მდინარაძე – ოპოზიციაში რომ ვიყო, ტაშს დავუკრავდი, რომ როგორც იქნა მმართველმა ძალამ ნაბიჯი ჩვენსკენ გადმოდგა – როცა რეიტინგის პიკში მყოფ პარტიაზე ამბობ, რომ მას რაღაცის ეშინია, სისულელე და არაადეკვატურობაა!

ოპოზიციაში რომ ვიყო, ტაშს დავუკრავდი, რომ როგორც იქნა მმართველმა ძალამ ნაბიჯი ჩვენსკენ გადმოდგა – როცა რეიტინგის პიკში მყოფ პარტიაზე ამბობ, რომ მას რაღაცის ეშინია, სისულელე და არაადეკვატურობაა! – ასე პასუხობს უმრავლესობის ლიდერი კრიტიკას, რომელიც საკრებულოების მაჟორიტარი კანდიდატების ასარჩევად დადგენილი 40%-იანი ბარიერის გაუქმების ინიციატივას უკავშირდება.
მდინარაძის აზრით, 40%-იანი ბარიერის გაუქმება მეტი დემოკრატიულობისა და წარმომადგენლობისკენ გადადგმული ნაბიჯია. მან ამ კონტექსტში ხაზგასმით აღნიშნა, რომ საკრებულოს მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურს სახელისუფლო პარტიის წარმომადგენელი “გარანტირებულად იგებს“.
“როცა ოპოზიციაში ხარ, 2%-3% გაქვს, იმაზე უნდა იზრუნო, იქნებ როგორღაც ვინმეს შეეკრა და სადმე მაჟორიტარი მაინც გაიყვანო და ამ დროს რეიტინგის პიკში მყოფ პარტიაზე ამბობ, რომ მას რაღაცის ეშინია, პიარულ სისულელეს ლაპარაკობ! თუ სურთ ხალხს ის დააჯერონ, რომ ეს ინიციატივა მეტი დემოკრატიულობისკენ და ინკლუზიურობისკენ გადადგმული ნაბიჯი არ არის, შეიძლება აღნიშნულ საკითხს საერთოდ დავანებოთ თავი“, – განუცხადა ჟურნალისტებს მამუკა მდინარაძემ.
რაც შეეხება საკანონმდებლო ინიციატივის მეორე ნაწილს, რომელიც საპარლამენტო საარჩევნო სიაში ცალკეული დეპუტატობის კანდიდატების მუნიციპალიტეტების დელეგატებად განსაზღვრას ეხება, მდინარაძის თქმით, სიტყვა “დელეგატი“ სხვა სიტყვით შეიცვლება.
“უზრუნველვყოფ, რომ კანონში სიტყვა “დელეგატი“ არ ეწეროს. სიტყვა დელეგატი არ მომწონს, რადგან არარელევანტურია, რაზეც გუნდში ბევრი მეთანხმება, მაგრამ პროექტით წარმოდგენილია ის პრინციპი, თუ რა გვინდა“, – აღნიშნა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

შსს: მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს გაათავისუფლონ საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები – წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია უზრუნველყოფს პარლამენტის შესასვლელების საპოლიციო ძალებით გათავისუფლებას