მამუკა მდინარაძე ოპოზიციას – გუშინ გასაყრელები გაყარეს! გაყრა თქვენს გამო იყო და თუ ისე მოიქცევით, როგორც გუშინ იქცეოდით, დღესაც გაგყრიან – ეს არის ჩვეულებრივი პროცედურა!

გუშინ გასაყრელები გაყარეს! გაყრა თქვენს გამო იყო და თუ ისე მოიქცევით, როგორც გუშინ იქცეოდით, დღესაც გაგყრიან – ეს არის ჩვეულებრივი პროცედურა! – ასე მიმართა ოპოზიციონერ დეპუტატებს უმრავლესობის ლიდერმა მ.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის შეფასებისას მდინარაძემ განაცხადა ისიც, რომ თავად ოპოზიცია მოიქცა ისე, რომ გარეთ დარჩნენ.
29 აპრილს გამართულ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილეს, კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატებს რამდენჯერმე გაუთიშა მიკროფონი, მისცა მათ გაფრთხილება და შემდეგ სხდომათა დარბაზიდან გააძევა.
ჯამში, ანრი ოხანაშვილმა დარბაზიდან 14 ოპოზიციონერი დეპუტატი გააძევა: – , , , თამარ კორძაია, , ქეთევან თურაზაშვილი, ანა წითლიძე, , დავით ხაჯიშვილი, გიორგი გოდაბრელიძე, ხატია დეკანოიძე, ნიკა მაჭუტაძე, თინა ბოკუჩავა და თეონა აქუბარდია. მან სხდომა დაატოვებინა ასევე, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს. დეპუტატებმა, მ, ანა ნაცვლიშვილმა და მ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.
“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით დღეს პლენარულ სხდომაზე გავა. როგორც უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, მათ არსად ეჩქარებათ და განხილვის პროცესი შეიძლება ორი-სამი დღე გაგრძელდეს.

ასევე დაგაინტერესებთ