ოპოზიციაზე: რევოლუციის მცდელობა უკვე ჩავარდნილია. რაღაც პროცესი ჯერ კიდევ გაგრძელდება, ექნებათ ერთი გაფართხალება საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს

მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: რევოლუციის მცდელობა უკვე ჩავარდნილია. რაღაც პროცესი ჯერ კიდევ გაგრძელდება, ექნებათ ერთი გაფართხალება საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს
რევოლუციის მცდელობა უკვე ჩავარდნილია. რაღაც პროცესი ჯერ კიდევ გაგრძელდება, ექნებათ ერთი გაფართხალება საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მ გადაცემაში „იმედი LIVE“ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით.
მისი თქმით, რადიკალების დღის წესრიგი უცვლელია – თუ მათ აზრს არ იზიარებ, ხდები ფაშისტური თავდასხმის ობიექტი.
„მთავარია, რომ ჩვენ მართლები ვიყოთ და შევინარჩუნოთ ამ ქვეყანაში მშვიდობა, ეკონომიკის წინსვლა. რაც არ უნდა ფაშისტური და ბოლშევიკური კამპანიები აწარმოონ, ჩვენ გვაქვს საზრუნავი ამის იქით. ერთი ბრძოლის მოედანი არის გარეთ, რასაც პოლიტიკურ მოედანს ვეძახით და აქ მიდის სიტყვებით, მეორე მხრიდან მანიპულაციებით, ფეიკებით ბრძოლა და ჩვენ, ჩვენი სიმართლით ვებრძვით. ეს სიმართლე ბევრისთვის არ არის მისაღები, ბევრი იღებს და რადგან მეტი იღებს ამ სიმართლეს ამიტომ ვიმარჯვებთ შემდეგ არჩევნებში. ამიტომ გვაქვს ის, რომ მილევადია ეს პროტესტი.
მაგრამ მეორე მხრივ, ჩვენ საბრძოლველი და სამუშაო გვაქვს, რაც საერთოდ არ ჩანს. აქ არის ეკონომიკაზე საუბარი, აქ არის ინფრასტრუქტურაზე საუბარი. აქ არის ბევრ ისეთ მიმდინარე საკითხზე, რომელზეც არავინ საუბრობს. თითქოს არ ხდება, ამ დროს არ არის ქვეყნის მართვა ასეთი მარტივი. არის რთული პროცესები, მით უმეტეს ამ საბოტაჟის პირდაპირი გაგებითაც კი, ამ საბოტაჟის ფონზე. მეორე მხრივ, ჩვენი ვალდებულებაა, რომ ამ ახსნასთან და პიარულ ელემენტებთან ერთად, შევინარჩუნოთ ის წინსვლა, რაც ორნიშნა ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით საქართველოს აქვს, ამ ტურბულენტობის მიუხედავად“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ძალიან მნიშვნელოვანია, განათლების რეფორმაში უშუალოდ პროფესორ-მასწავლებლების ჩართულობა, რადგან ისინი არიან ის ძირითადი ბირთვი, რომელთა მხრებზეც გადადის ჩვენი ქვეყნის უმაღლესი განათლების სისტემა

ნატოს ყველა მისიაში მივიღეთ მონაწილეობა, უფრო მეტი ჯარისკაცი გავგზავნეთ ვიდრე “ბალტიისჭირეთმა” ერთად, 2008 წლის ომი გამოვიარეთ, რომელიც არსებითად ბუქარესტის სამიტზე პასუხი იყო – და რა სარგებელი?