მამუკა მდინარაძე ნანა დიხამინჯიასთან ინციდენტზე: ერთადერთი რაც მანერვიულებს ადამიანებს შორის უსიყვარულობა, გაუცხოებაა, რაც ამ ლიბერალურმა ფაშიზმმა, ამ დამოკიდებულებამ მოიტანა. მართლა სახეს კარგავენ ადამიანები

მამუკა მდინარაძე ნანა დიხამინჯიასთან ინციდენტზე: ერთადერთი რაც მანერვიულებს ადამიანებს შორის უსიყვარულობა, გაუცხოებაა, რაც ამ ლიბერალურმა ფაშიზმმა, ამ დამოკიდებულებამ მოიტანა. მართლა სახეს კარგავენ ადამიანები
ერთადერთი რაც მანერვიულებს ადამიანებს შორის უსიყვარულობა, გაუცხოებაა, რაც ამ ლიბერალურმა ფაშიზმმა, ამ დამოკიდებულებამ მოიტანა. მართლა სახეს კარგავენ ადამიანები. წარმოუდგენელია, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მ გადაცემაში „იმედი LIVE“.
ის ოპოზიციონერი აქტივისტის ნანა დიხამინჯიას ინციდენტს გამოეხმაურა. მამუკა მდინარაძის განცხადებით, დიხამინჯია მისი მეზობელია და ის არაადეკვატური შინაარსის მოწოდებებით და პოსტებით გამოირჩევა.
„ჩემი მეზობელი იყო ვიცოდი, მეუბნებოდნენ რაღაც პოსტებს წერს, მისამართს წერდა ჩემსას აქ ცხოვრობს, რაღაცებს იგონებდა დაცვით დადისო. დღეს ხომ აღმოაჩინა, რომ არც დაცვით დავდივარ, მარტო გადავადგილდები. ჩემს ცხოვრებაში დაცვა არასდროს არ მყოლია. მაგრამ ყველაზე ცუდი იცით რა არის ამ ამბავში, ის არაფერია, რაღაც იკივლა, რასაც ის ლაპარაკობდა ახალი გაიგეთ რამე? „რუსო“, „ჩელიაბინსკი“… რაღაც სისულელეებს ამბობდა. გასაგებია, ეს დაზეპირებულია და ეს უნდა იძახონ. ამ ქალზე მეუბნებიან 6 თვე საქართველოში საერთოდ არ არის ხოლმე, ანუ ნომრიანი აგენტია ასე გამოვიდა. მე ვეუბნებოდი, შეიძლება თქვენ გჯერათ რაღაცების, მაგრამ შეცდომაში ხართ შეყვანილი. და თურმე შეცდომაში კი არა, ლგბტ პროპაგანდისტია და ამერიკაში დიასპორაში ცდილობდა ხალხის გაგიჟებას.
რა ფაშიზმია, რა ბოლშევიზმია? სახლში მივუვარდეთ… რა სახლში უნდა მომივარდე, ორი ჩემი პატარა შვილი ცხოვრობს იქ. ბოლოს ვერ დაალაგეს ან ვერ დააორგანიზეს და ეს ქალი დამხვდა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

როგორც პრეზიდენტ მაკრონთან, ისე რობერტა მეცოლასთან, საუბარი გვქონდა იმ თემებზე, რომლებიც საქართველოს განვითარებას, ევროპულ პერსპექტივასა და რეგიონში ჩვენს როლს შეეხება, გავუზიარეთ ჩვენი გზავნილები ინტერესებთან დაკავშირებით

EPC-ის სამიტის ფარგლებში, მე მქონდა 30-მდე პოლიტიკურ ლიდერთან გასაუბრების შესაძლებლობა, განვიხილეთ საქართველოსა და მისი შემდგომი განვითარებისთვის მნიშვნელოვანი თემები, მრგვალი მაგიდის ფორმატში ხაზი გავუსვი, რომ არის გარკვეული უსამართლობა საქართველოს მიმართ, რაც უნდა შეიცვალოს