მამუკა მდინარაძე – მონური დამოკიდებულება არავის მოუთხოვია ჩვენგან, „ღირსებით ევროპისკენ“, ეს არის სწორი დამოკიდებულება – ირაკლი კობახიძის გამოსვლა სავსე იყო „მესიჯებით”, რომელთა მიხედვითაც შევინარჩუნებთ გრძელვადიან მშვიდობას

ირაკლი კობახიძის გამოსვლა იყო სავსე „მესიჯებით”, რომელთა მიხედვითაც საქართველო შეინარჩუნებს გრძელვადიან მშვიდობას და სტაბილურობას, რომელზეც არის დამოკიდებული ქვეყნის განვითარება, წინსვლა და დეოკუპაცია, – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, მ მედიასთან განაცხადა, რითაც პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ბრიუსელში ვიზიტს და პრესკონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.
მამუკა მდინარაძის განცხადებით, ბრიუსელში პრემიერის მთავარი „მესიჯი“ იყო ის, რომ 2030 წელს ვიქნებით ყველაზე უფრო მზად ევროკავშირის წევრობისათვის, ვიდრე სხვა ნებისმიერი ქვეყანა.
„ირაკლი კობახიძის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი „მესიჯი”, რომლის გამოტოვებაც არ შეიძლება არის ის, რომ ჩვენ 2030 წელს ვიქნებით ყველაზე უფრო მზად ევროკავშირის წევრობისათვის, ვიდრე სხვა ნებისმიერი ქვეყანა. ეს არ არის მხოლოდ დაპირება, ეს არის მოლოდინი, რომელსაც ამყარებს არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ რომელიმე ლიდერის განცხადება, არამედ მსოფლიო ბანკის, სავალუტო ფონდის და ყველა ობიექტური ორგანიზაციის ნებისმიერი კვლევა თუ დასკვნა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მამუკა მდინარაძის განცხადებით, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლების მხრიდან ბრიუსელში არაკრიტიკული განცხადებები გაკეთდა, რის გამოც ოპოზიციას თავის მართლება უწევს.
„როდესაც ამბობენ, რომ „ამას არ გაუტარებენ, არ აპატიებენ, დაგვსჯიან“ და ა.შ. ასეთი მონური დამოკიდებულება არც არავის მოუთხოვია ჩვენგან და არც არავინ აპირებს თავისით ამის გაკეთებას, რომ ასე იმსჯელოს, როგორც ჩვენი ჩვენი „ნაცი“ ოპონენტები მსჯელობენ. ეს არ არის სწორი დამოკიდებულება, „ღირსებით ევროპისკენ“, ეს არის სწორი დამოკიდებულება.
როდესაც ჩვენ იმაზე ვსაუბრობთ, რომ ახლა არ იყვნენ კრიტიკული და თავს რომ იმართლებენ. ნუ იმართლებენ თავს, მათ უნდა უხაროდეთ, თუ მათ თავისი სამშობლო გულწრფელად უყვართ, რომ არაკრიტიკული და მეგობრული ჟესტი, დამოკიდებულება და რიტორიკა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლების მხრიდან მხოლოდ და მხოლოდ გასახარი, სასიხარულო ამბავია და არა თავის სამართლებელი.
მეტიც, ბოლო ნაწილს თუ მოუსმინეთ, უხერხულ მდგომარეობაშიც კი ვარდება ბატონი ბორელი, ში გაკეთებული განცხადებების გამო. მას უწევს ისეთი რაღაცების თქმა, რაღაც გარემოებებს რომელიც ეწინააღმდეგება. ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ვარდებიან ადამიანები ევროკავშირშიც კი, როდესაც მათ სხვაგვარი კომენტარის გაკეთება უწევთ იმაზე, რაც ჩვენ საკუთარი ყურით მოვისმინეთ. მაგალითად იოს, რომ დანილოვმა მართლაც მოუწოდა საქართველოს მეორე ფრონტისაკენ. ამისი საწინააღმდეგოს მტკიცება, მათი ამ ძალიან ცუდი „მესიჯების” გამოსწორება რომ ევროპაში უწევთ, ეს ძალიან ცუდია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ოპოზიციის სიხარული საქართველოს დასჯასთან დაკავშირებით ნაადრევია, არავინ აპირებს დასაჯოს საქართველო, საქართველოს მოსახლეობა, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება