მამუკა მდინარაძე ირაკლი კობახიძეს – ყველა ბრძოლაში, სადაც არ უნდა წახვიდე, ჩვენ, ყველანი მოგყვებით ბოლომდე

ირაკლი, მე არ მინახავს და არ წარმომიდგენია შენზე უღალატო, შენზე მართალი, პატიოსანი, გულანთებული და სამშობლოს მოყვარული ადამიანი. შესაბამისად, ამ ბრძოლაში და ყველა ბრძოლაში, სადაც არ უნდა წახვიდე, ჩვენ ყველანი მოგყვებით ბოლომდე, – ამ სიტყვებით მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე მ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი ს.
მამუკა მდინარაძის განცხადებით, ს პოლიტიკაში დაბრუნების და ასევე ირაკლი კობახიძის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ „ცხვრის ქურქში“ გაეხვია და კონსტრუქციული გახდა.
„ვილაპარაკოთ იმაზე, რა დაემართა ოპოზიციას. მაშინ, როდესაც ერთი მხრივ „ქართულ ოცნებაში“ ასე გადალაგდა ამბები, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა, საპატიო თავმჯდომარე გახდა ჩვენი პარტიის, პრემიერობის კანდიდატია და პარტიის თავმჯდომარეა. ამათმა ამის საპირისპიროდ ის მოიფიქრეს, რომ „ნაცმოძრაობა“ გახდა კონსტრუქციული, ცხვრის ქურქში გაეხვია და ლეღვის ფოთლად აიფარა გახარიების და „ლელოს“ კრებული“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ