მამუკა მდინარაძე ინჯიას ინიციატივაზე – ამ ინიციატივას ჩვენ ნუ დაგვაბრალებთ – ინიციატივა ოპოზიციიდან არის და ძალიან გთხოვთ, კოლეგებმა ერთმანეთს პატივი ეცით

ამ ინიციატივას ჩვენ ნუ დაგვაბრალებთ – ინიციატივა ოპოზიციიდან არის და ძალიან გთხოვთ, კოლეგებმა ერთმანეთს პატივი ეცით! – აღნიშნული განცხადება ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ დეპუტატ ფრიდონ ინჯიას კანონპროექტთან დაკავშირებით გააკეთა, რომლითაც ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობის მქონე მოქალაქეებს არჩევნებში ხმის მიცემის შესაძლებლობა ეძლევათ.
მდინარაძემ ოპოზიციას მიმართა, რომ თუ მათ ინჯიას პროექტი არ მოსწონთ, საკუთარი ალტერნატიული წინადადებები წარმოადგინონ.
„შემოგვთავაზეთ უზრუნველყოფის ალტერნატიული გზა, რათა ამ ადამიანებმა ხვალ და ზეგ არ გვითხრას, რომ არჩევნებში მათი მონაწილეობა უზრუნველვყოთ. წარმოადგინეთ ალტერნატივა და ნებისმიერი გზა, რაც კი იქნება, ჩვენ ამაზე წამოგვყვებით. აღმოჩნდა, რომ კამპანიებით საკითხი არ წყდება“, – განაცხადა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ხაბაშვილი – „გუდვილში“ ფასდაკლება დიდ ზეგავლენას ვერ ახდენს გაყიდვების ზრდაზე – მაგალითად, საქონლის ხორცზე ფასდაკლებას აქვს დიდი შედეგი, მაგრამ არის პროდუქტები, რომელზე ფასდაკლებისას მომხმარებლები არ რეაგირებენ