მამუკა მდინარაძე – ზურაბიშვილი გარდა იმისა, რომ „გარადიკალდა“ და ბერძენიშვილის კატეგორიის მებრძოლთა რიგებში ჩადგა, კოალიციაზე ლაპარაკობს – ეს ნიშნავს „ნაცმოძრაობის“ დაბრუნების სურვილს

ზურაბიშვილი გარდა იმისა, რომ „გარადიკალდა“ და ბერძენიშვილის კატეგორიის მებრძოლთა რიგებში ჩადგა, კოალიციაზე ლაპარაკობს – ეს ნიშნავს „ნაცმოძრაობის“ დაბრუნების სურვილს,- ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მ განაცხადა.
მისი თქმით, როცა თეოროულად კოალიციაზეა საუბარი, ის „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე ვერ შედგება.
გარდა იმისა, რომ „გარადიკალდა“ და ბერძენიშვილის კატეგორიის მებრძოლთა რიგებში ჩადგა პატრიარქზე თავდასხმით, ის ლაპარაკობს კოალიციაზე. უნდა ვიცოდეთ, რომ თუ კოალიციაზე თეორიულად იქნება საუბარი, იქ დომინანტი არის „ნაცმოძრაობა“, ესე იგი სიტყვა კოალიცია სადაც იქნება ნახსენები, ეს ნიშნავს “ნაცმოძრაობის” დაბრუნების სურვილს. თუმცა, კოალიცია მაინც არ გამოვა, რაც არ უნდა დააჯამო მათი პროცენტები,“ – განაცხადა მდინარაძემ.
რაც შეეხება ს შეწყალების საკითხს, მდინარაძის თქმით, “სალომე ზურაბიშვილმა პატრიარქზე თავდასმხაც კი იკადრა ბოლო პერიოდში, ამიტომ არ შეიძლება ზუსტი პროგნოზის გაკეთება ამასთან დაკავშირებით.”

ასევე დაგაინტერესებთ