მამუკა მდინარაძე – ვითომ პრეზიდენტის ვეტოს დავძლევთ

რა თქმა უნდა, პრეზიდენტის ვეტოს დავძლევთ. სინამდვილეში, ვითომ პრეზიდენტის, რომელიც ჩაბმულია ამ მდაბიო ბრძოლაში, – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, მ განაცხადა.
მდინარაძის თქმით, ს უნდოდა, რომ ცესკო მისი პარტიის პოლიტსაბჭოს წევრს ანუ საბოლოო ჯამში, “ნაციონალურ მოძრაობას” ემართა, თუმცა ეს სქემა ჩავარდა.
“ხაზარაძის სქემა ჩავარდა. მას უნდოდა, რომ თავის პოლიტსაბჭოს წევრს ემართა, ანუ საბოლოო ჯამში “ნაცებს” ემართათ ცენტრალური საარჩევნო კომისია. მას დაგროვებული ჰქონდა “კომპრომატები”, რომელიც ტყუილი იყო სინამდვილეში. ცესკოს თავმჯდომარემ ამ დაგროვებული ე.წ კომპრომატებით წინასწარ ისარგებლა და ყველას კითხვას ამომწურავი პასუხი გასცა. ანუ გაიშიფრა სქემა: უნდოდათ, რომ ის დაებულინგებინათ, გახმოვანდა კიდეც ამის შესახებ ინფორმაცია და ამ დაბულინგების შედეგად, როცა ის გადადგებოდა, შემდეგ ხაზარაძის პოლიტსაბჭოს წევრს უნდა ემართა ცესკო, ანუ ხალხის არჩევანის გარეშე უნდა ემართათ ქვეყანა.
მისმა ტელევიზიამ, ბევრ ტყუილს შორის ისიც კი იკადრა, რომ გარდაცვლილი მამის ბიოგრაფია გაუყალბეს, რომ მისთვის დაებრალებინათ შევარდნაძის დროინდელი კორუმპირებული ჩინოვნიკობა. გაყალბების თარიღიდან დაწყებული, ბიოგრაფია გაუყალბეს. სხვა დეტალებს აზრი აღარ აქვს. ამ სქემას დასრულება არ უწერია.
რა თქმა უნდა, პრეზიდენტის ვეტოს დავძლევთ. სინამდვილეში, ვითომ პრეზიდენტის, რომელიც ჩაბმულია ამ მდაბიო ბრძოლაში. თეორიულადაც კი შეუძლებელია, რომ მათ გამარჯვება მოიპოვონ. ერთადერთი გზა აქვთ, ლეგიტიმაციის პრობლემებზე ილაპარაკონ და არჩევნების ლეგიტიმაცია კითხვის ქვეშ დააყენონ. ყველაზე კარგი დარტყმის ობიექტია ცესკო და მისი თავმჯდომარე. იმასაც კი კადრულობენ, რომ მის გარდაცვლილ მამას ბიოგრაფია გაუყალბეს. მათი ბრძოლა იქნება არა არჩევნების მოსაგებად, არამედ ცესკო-ს და არჩევნების ლეგიტიმაციის წინააღმდეგ. მათ ამ სიბინძურეს ქართველი ხალხი არ გაატანინებს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის მიერ დამტკიცებულ „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს ვეტო დაადო.

ასევე დაგაინტერესებთ