მამუკა მდინარაძე: [ვიზალიბერალიზაციის გაუქმება] ჩემი აზრით, სწორად იქნება აღქმული იმიტომ, რომ აქამდე ქართულმა საზოგადოებამ  ყველაფერი სწორად აღიქვა და ამასაც სწორად აღიქვამს

[ვიზალიბერალიზაციის გაუქმება] ჩემი აზრით, სწორად იქნება აღქმული იმიტომ, რომ აქამდე ქართულმა საზოგადოებამ  ყველაფერი სწორად აღიქვა და ამასაც სწორად აღიქვამს.

მე მაგალითად [ვიზალიბერალიზაციის გაუქმებას] რატომ არ ველოდები , შეიძლება ხშირად მითქვამს საკუთარ თავზე და სხვებიც ასე მიცნობენ, რომ ოპტიმისტი ვარ. რატომ არის ნაკლები მოლოდინი, პირადად ჩემი აზრით, იმიტომ, რომ ეს შანტაჟის იარაღში ბოლო ტყვია იქნება და შანტაჟს, რომ აზრი ეკარგება აქამდე, როგორც წესი, შანტაჟის ავტორი არ მიდის ხოლმე.

ახლა რას ვგულისხმობ ამაში ზუსტად რომ ვთქვა – მათი მხრიდან იმის იქით ბერკეტი აღარ არსებობს. თუკი ვინმე ევროკავშირის იმდენ სახელმწიფოს ისე მომართავს, რომ ამ გადაწყვეტილებამდე მართლა მივიდნენ, ეს ნიშნავს, რომ მეტი დასაშანტაჟებელი სვლა აღარ არსებობს.

ანუ, ესეც თუ გადაიტანა ქართულმა სახელმწიფომ, [ეს ნიშნავს, რომ] ბოლომდე მყარად რჩება თავის გადაწყვეტილებებში, სუვერენიტეტი ბოლომდე განამტკიცა და უკვე სავაჭრო, სალაპარაკო დასაშანტაჟებელი, ომის დასაწყებად იქნება, თუ რაღაცა სხვა მათთვის რაღაც ბერკეტების მისაცემად, სასამართლოს გადასაცემად, აი დამოუკიდებელი არ უნდა იყოსო ჩვენ უნდა მოგვცეთო, პრაქტიკულად ეს არის ხომ მესიჯი გარედან, რომ ბერკეტი გვქონდეს, როცა მოგვინდება მაშინ აგატრიალოთ და ავაყირაოთ ხელისუფლება.

ამის შემდეგ, რაღა უნდა ქნან? რით უნდა დაგვემუქრონ? ახლა ხომ იმუქრებიან ამით. რით უნდა დაგვემუქრონ, უბრალოდ ახლა ბოლო-ბოლო ატომურ ბომბს ხომ არ გვესვრიან? მეტი გზა დასაშანტაჟებლად აღარ არის. ანუ, შანტაჟს მანამდე აქვს აზრი, ვიდრე კიდევ რაღაც გრჩება. ყველასთვის მარტივ ენაზე, რომ ვთქვა, ბოლო კარტის გადმოგდებას ასე მარტივად არ უზრუნველყოფენ, განაცხადა .

წყარო