მამუკა მდინარაძე – ვიდრე 9 ნაბიჯზე მიგვითითებენ, სადაც დათქმაა დეზინფორმაციაზე, ყველამ გაითავისოს, რომ დეზინფორმაცია და ევროპაზე დარტყმა იმაზე მეტი არ შეიძლება იყოს, ვიდრე მწამებელი და „რეკეტიორი“ ადეიშვილის ევროპაში გადაადგილება

სანამ 9 ნაბიჯზე მიგვითითებენ, სადაც დათქმაა დეზინფორმაციასთან დაკავშირებით, ყველამ უნდა გაითავისოს, რომ დეზინფორმაცია და ევროპაზე დარტყმა იმაზე უფრო მეტი არ შეიძლება იყოს, ვიდრე მწამებელი და რეკეტიორი ადეიშვილის ევროპაში თავისუფალი გადაადგილება და უმაღლესი თანამდებობის პირებთან კომუნიკაცია ოფიციალური სტატუსით – მიიღონ ჩვენი გულწრფელი საყვედური ამასთან დაკავშირებით, გადმოგვცენ სისხლის სამართლის დამნაშავეები,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის თავმჯდომარე, მ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროკავშირსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში უკრაინის ოფიციალური დელეგაციის შემადგენლობაში ზურაბ ადეიშვილის ვიზიტის თაობაზე მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებას.
მისი თქმით, საქართველოში არაფერი აზიანებს დასავლურ და ევროპულ განწყობებს ისე, როგორც კრიმინალების თავისუფალი გადაადგილება ევროპაში.
“თუკი ჩვენ რაიმე ეროვნულ თავმოყვარეობაზე უნდა ვისაუბროთ, ეს არის სწორი პოზიცია, რომ ჩვენს მეგობრებს გავუბედოთ და მეტიც, ღიად ვუთხრათ, რომ საქართველოში არაფერი აზიანებს დასავლურ და ევროპულ განწყობებს ისე, როგორც კრიმინალების თავისუფალი გადაადგილება ევროპაში. არა მხოლოდ გადაადგილება, არამედ ფაქტები, როდესაც ისინი უმაღლესი თანამდებობის პირებს ხვდებიან. როდესაც მწამებელი, წამებაში, რეკეტში ბრალდებული და მსჯავრდებული ადამიანი რეფორმატორის სტატუსით ხვდება უმაღლესი თანამდებობის პირებს, ეს არის უფრო დამაზიანებელი, ვიდრე ნებისმიერი სხვა რამ, რაც შეიძლება მოიფიქრო სპეკულაციურად თუ მის გარეშე, ანტიევროპულობასთან დაკავშირებით.
როდესაც ვხედავთ ფაქტს – ფოტოებს, ვიდეო კადრებს, რომ ადეიშვილიც ასეთი მაღალი სტატუსის და რანგის ადამიანებს ხვდება და რეფორმებზე ესაუბრება, ეს ერთი პრობლემაა და ეს განწყობებს აზიანებს. მეორე პრობლემაა ამ საკითხზე რეაქცია – პირიქით შემოგვიბრუნდნენ და გვითხრეს, რომ ეს იყო დეზინფორმაცია და “ფეიქს” ვავრცელებდით. ამ საკითხზე რეაქცია კიდევ უფრო ამძიმებს ამ ყველაფერს. გვეუბნებიან, რომ თითქოს, ან მოგვეჩვენა ადეიშვილი, ან რეფორმებზე არ საუბრობდა, ან დამსწრის სტატუსით იყო – არაა საუბარი მხოლოდ დამსწრის ლოჟაში შეხვედრაზე, საუბარია ბევრ სხვა შეხვედრაზე, სადაც წარმოდგენილი იყო როგორც რეფორმატორი, უმაღლესი თანამდებობის პირებთან. აქედან გამომდინარე, სანამ ვინმე – ჩვენი კოლეგა, მეგობარი თუ პარტნიორი ქვეყნის რომელიმე წარმომადგენელი იმას იტყვის, რომ აქ “ფეიქები” ვრცელდება და სანამ 9 ნაბიჯზე მიგვითითებენ, სადაც დათქმაა დეზინფორმაციასთან დაკავშირებით, ყველამ უნდა გაითავისოს, რომ დეზინფორმაცია და ევროპაზე დარტყმა იმაზე უფრო მეტი არ შეიძლება იყოს, ვიდრე მწამებელი და რეკეტიორი ადეიშვილის ევროპაში თავისუფალი გადაადგილება და უმაღლესი თანამდებობის პირებთან კომუნიკაცია ოფიციალური სტატუსით. ამის გარდა, ჩვენ უკრაინელ მეგობრებსაც ვსაყვედურობთ – ეს ცალმხრივი მეგობრობა ცოტა უცნაურია. დღეს მომეცა საშუალება, ამ განცხადებიდან გამომდინარე, ვთქვა, რომ მაგალითად, ტრუსკავეციც, რომელსაც ხშირად მახსენებენ ხოლმე, ჩვენ არ დაგვსიზმრებია. ეს ჩვენი უკრაინელი კოლეგებისგან (არ დავაკონკრეტებ, ამის დროც მოვა) მოწოდებული ინფორმაცია იყო. გვამშვიდებდნენ, ეს კაცი არაფერს აპირებს, აქ არის და ტრუსკავეცში რამდენიმე დღეა ნომრიდან არ გამოსულაო. მეორე დღეს ბოდიშები ვიხადე.
იქ არის ლორთქიფანიძე და სხვა ადამიანები, რომლებიც არათუ ასეთ ინფორმაციას გვაწვდიან, არამედ წინაურდებიან სააკაშვილის ამ ინციდენტის შემდეგ. განუბაჟებლად შემოაპარეს საქართველოში და ამის შემდეგ დაწინაურდნენ. შესაბამისად, მიიღონ ჩვენი გულწრფელი საყვედური ამასთან დაკავშირებით, გადმოგვცენ სისხლის სამართლის დამნაშავეები. თუ რაიმე პლატფორმა არსებობს, ისედაც მხარს ვუჭერთ მათ, უდიდეს პოლიტიკურ რისკზეც წავედით, რომ ჰააგასთან მიმართებით შევუერთდით ს წინააღმდეგ სანქციების მოთხოვნას. ამ ფონზე, როდესაც 600-ზე მეტ დოკუმენტს ვართ შეერთებული, მათგან რას ვხედავთ – იმ ნარატივებში ჩაბმას, რასაც საქართველოს წინააღმდეგ ახორციელებენ სხვადასხვა ადამიანები ქვეყნის შიგნიდან თუ გარედან. ცალმხრივი მეგობრობა გაგრძელდება, სამწუხაროა, რომ ამის თქმა გვიწევს, მაგრამ ამასობაში ჩვენ რაღაც ეტაპზე სიმართლე უნდა ვთქვათ”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, საქართველოს მთავრობისთვის გაუგებარია, რატომ იღებს უკრაინის ხელისუფლება იმგვარ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ორი მეგობარი ქვეყნისა და ხალხის ერთმანეთისგან ხელოვნურად დაშორებისკენ არის მიმართული.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ურთიერთობების მოსაწესრიგებლად, მნიშვნელოვანი და აუცილებელია, უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოს გადასცეს დამნაშავეები, რომლებიც დღეს უკრაინის ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობებს იკავებენ.
“გამოვთქვამთ იმედს, რომ უკრაინის ხელისუფლება გადახედავს გადაწყვეტილებებს, რომლებიც უხეშად ეწინააღმდეგება მეგობრულ სულისკვეთებას საქართველოსა და ს, ქართველ და უკრაინელ ხალხებს შორის. უპირველეს ყოვლისა, ურთიერთობების მოსაწესრიგებლად, მნიშვნელოვანი და აუცილებელია, უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოს გადასცეს დამნაშავეები, რომლებიც დღეს უკრაინის ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობებს იკავებენ”,- ნათქვამია განცხადებაში.