მამუკა მდინარაძე – ერთი კვირის წინ, სალომე ზურაბიშვილი იყო ყველასთვის მისაღები, ლიდერად აღიარებული ადამიანი, ახლა დაეწყვნენ, ყველა ლანძღავს და უარყვეს – აგენტებმა მიიღეს კონკრეტული დავალება, ასე ილაპარაკონ

ეს ხალხი აგენტურას წარმოადგენს და აგენტებმა მიიღეს კონკრეტული დავალება, რომ ასე ილაპარაკონ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, უმრავლესობის ლიდერმა, მ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების მხრიდან მეხუთე პრეზიდენტის, ს მისამართით ბოლო დღეებში გაკეთებულ განცხადებებზე საუბრისას განაცხადა.
მდინარაძის თქმით, ერთი კვირის წინ სალომე ზურაბიშვილი ყველასთვის მისაღები იყო, ახლა, კი ყველა ლანძღავს, უარყვეს და მის საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებენ.
„თუ გახსოვთ, სალომე ზურაბიშვილთან გიორგი გახარია და მოლაპარაკებებს მართავდნენ, ერთი შეხვედრიდან 9-ჯერ გამოვიდნენ. ერთადერთი რამ, რაც შეიძლება იფიქრო და იეჭვიანო არის ის, რომ თავის პატრონებს ურეკავდნენ, რაღაცებზე რომ ვერ თანხმდებოდნენ. ყველას თავ-თავიანი პატრონები ჰყავთ.
ხშირად ხდება ისე, რომ მათ საერთო „მესიჯბოქსი“ აქვთ. ერთი კვრის წინ, სალომე ზურაბიშვილი იყო ყველასთვის მისაღები, ლიდერად აღიარებული ადამიანი. ახლა, უცებ დაეწყვნენ და ყველა ლანძღავს და უარყვეს, არა თუ ლიდერად აღიარებენ, არამედ მის საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებენ. ჩვენ ორი ვერსია გვაქვს.
ერთი ვერსიის მიხედვით, ყველას რატომღაც მოუნდა ახლა გაეკეთებინა, 3-4 წლის განმავლობაში არ მოუნდათ, მაგრამ გუშინ და გუშინწინ უბრალოდ „დაემთხვა“ ეს, ან მიიღეს დავალება, რომ დაუპირისპირდნენ. ვინმეს შეიძლება სჯეროდეს იმის, რომ უბრალოდ 4 წლის თავზე დაემთხვა დამოკიდებულების ცვლილება? ხომ შეუძლებელია?
მაშინ მეორე ვერსია რჩება, რომლის მიხედვითაც ეს ხალხი აგენტურას წარმოადგენს და აგენტებმა მიიღეს კონკრეტული დავალება, რომ ასე ილაპარაკონ“, – განაცხადა მდინარაძემ.