– ევროპარლამენტის ბანერის ფონზე რომ დადგნენ გვარამია და მისი ძმაკაცები, რა ხდებოდა ხომ არ იცით? რა ლეგიტიმაციით იყვნენ? წარმოიდგინეთ, რამხელა ფარსია

ევროპარლამენტის ბანერის ფონზე რომ დადგნენ გვარამია და მისი ძმაკაცები, რა ხდებოდა ხომ არ იცით? რა ლეგიტიმაციით იყვნენ? წარმოიდგინეთ, რამხელა ფარსია, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის ს, ევროპარლამენტში ვიზიტს.
მისი თქმით, „მ ვერ მოითმინა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ გაემიჯნა.“
„ევროპარლამენტის ბანერის ფონზე რომ დადგნენ გვარამია და მისი ძმაკაცები, რა ხდებოდა ხომ არ იცით? რა ლეგიტიმაციით იყვნენ? წარმოიდგინეთ, რამხელა ფარსია. ევროპარლამენტის ბანერზე რომ იდგნენ და განცხადებებს აკეთებდნენ, ამისი ლეგიტიმაცია საიდან? რაღაცაში ხომ არ არის საქმე?
ჩვენ მივეჩვიეთ უკვე, გაგვიწყალდა ეს განცხადებები და ხალხი მიხვდა, რომ არაფერს არ ნიშნავს საერთოდ ეს ჰაერში ნასროლი სიტყვები. გვარამიამ ვერც კი მოითმინა, ახალი მორჩენილია და ვერც მოითმინა, მიშა სააკაშვილს რომ გაემიჯნა.
ვინც გვარამიას მიეცით ხმა იმ მიზეზით, რომ დაიჯერეთ, რომ გვარამია „ნაცი“ არ არის, მერე ხმა რომ მიეცით, პარლამენტში მოახვედრეთ და ახლა გამოდის და ამბობს, სააკაშვილი გაათავისუფლეთ სასწრაფოდო, ევროპაში პირველივე მესიჯს რომ ამას ახმოვანებს, როგორ ვუთხრა ვინმეს ახიაო“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – დმანისში მომხდარ ფაქტზე ბრალი წარედგინა პირს, რომელმაც სახის არეში მრავლობითი დარტყმის შედეგად დაზარალებული რკინის კიბეებიდან გადააგდო, დაზიანების შედეგად გარდაცვლილი კი თავისივე საცხოვრებელი სახლის ეზოში დამარხა

გიორგი შარაშიძე – რა გასაკვირია, რომ თუნდაც ერთი წლის წინ ევროკავშირი უარყოფითად აფასებდა საქართველოს პროგრესს? – როგორ ფიქრობთ, ელჩს ასეთი მნიშვნელოვანი პოზიციის დაფიქსირება სურს და სამინისტროში გაგზავნილი რიგითი წერილით შემოიფარგლება?

ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე დაკავებულთაგან ხუთ პირს, მათ შორის მანანა გიორგობიანს ბრალი წარედგინა – დადგინდა, რომ დაპირისპირება გიორგობიანისთვის სუპერმარკეტის თანამშრომლის მიერ თანხის დახურდავებაზე უარს მოჰყვა