მამუკა მდინარაძე- დიპლომატიური კორპუსის, თუ ჩვენი გარე მეგობრების დამოკიდებულება აბსოლუტურად არასწორია და ეს არის ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობა, თავიანთ ქვეყნებს მიხედონ და თანაბარსწორად გველაპარაკოს ყველა

დიპლომატიური კორპუსის თუ ჩვენი გარე მეგობრების დამოკიდებულებას რაც შეეხება, აბსოლუტურად არასწორია და ეს არის ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობა – ოღონდ, მცდელობა, კიდევ კარგი, არ გამოსდით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მ, განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლებამ შეძლო, რომ საქართველო იმგვარად დამოუკიდებელი ყოფილიყო, გარე ჩარევებს გავლენა ვერ მოეხდინა შიდა პოლიტიკაზე.
„ჩვენ შევძელით, რომ ჩვენი სამშობლო, ჩვენი ქვეყანა ყოფილიყო იმგვარად დამოუკიდებელი, რომ ამ ჩარევებს რაიმე გავლენა შიდა საქმეებზე, შიდა პოლიტიკაზე ვერ მოეხდინა. თავიან ქვეყნებს მიხედონ და თანაბარსწორად გველაპარაკოს ყველა. ბედნიერებაა, როგორც იქნა გავბედეთ, რომ ასე ვლაპარაკობთ და ამაში ლომის წილი მიუძღვის ყველა იმ ადამიანს, რომელმაც არამხოლოდ მხარი დაუჭირა და დღესაც მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, არამედ მხარს უჭერს საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობას და ამაყად საუბარს, რომ საქართველოსა და ქართველი ხალხის შესახებ მხოლოდ საქართველოში მიიღება გადაწყვეტილებები,” – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
გარდა ამ საკითხისა, მდინარაძემ ისაუბრა აქციებტან დაკავშირებით და აღნიშნა,რომ აქციებში უცხო ქვეყნის მოქლაქეების მონაწილეობდნენ.
„ნამდვილად მონაწილეობდნენ კი არა, რამდენიმე ადამიანი თუ ათეული არა, არ მახსოვს ზუსტად, დაკავებული იყო მათ შორის, პოლიციელების მიმართ ძალისმიერი მეთოდების გამოყენების გამო. დატრენინგებული ხალხი იყო და სამწუხაროა, რომ სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები არათუ ჩვეულებრივ მონაწილეებად, არამედ აქციების პერიოდში გვევლინებოდნენ ტრენერებადაც და ის ადამიანები იყვნენ ჯერ რომლებიც დიდი ფულით დაფინანსებულ ტრენინგებზე ატრენინგებდნენ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ აქციის მონაწილეები, როგორ დაეზიანებინათ სახელმწიფო ინსტიტუტები, პოლიციელები, შემდეგ თავად იღებდნენ მონაწილეობას და პატარ პატარა ჯგუფებს კაპიტნობდნენ კიდეც. შესაბამისად, ეს უკვე ცნობილი ამბავია და არავისთვის უცხო არ არის. არა მხოლოდ სოციალურ ქსელში, ტელევიზიებშიც ხშირად გადიოდა ახალი ამბები. აქედან გამომდინარე, მათი მოწოდება იმის შესახებ, რომ შეიძლება ძვირად დაუჯდეთ არ ვიცი რა მინიშნებაა, თუმცა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მხილება ნამდვილად არის იმისა, რომ გარე დაფინანსებული აქციები მხოლოდ ფინანსებით კი არ არის მხარდაჭერილი, არამედ არის ადამიანური რესურსით მხარდაჭერილი. თუმცა, საქართველოს დამოუკიდებლობის ხარისხი დღეს იძლევა იმის მყარ გარანტიას, რომ გარე ჩარევები იმ შედეგს რომელიც მათ სურთ, ანუ, აგენტურის მმართველობას საქართველოში ვერ უზრუნველყოფს.”- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.