მამუკა მდინარაძე – გუშინ იყო წამოცდენების დღე – ჯერ ჯანაშიამ თქვა, სააკაშვილმა წინარევოლუციურ პროცესებში უნდა მიიღოს მონაწილეობაო და შემდეგ აღმოჩნდა, რომ ზაფხულში მამუკა ხაზარაძე რაღაცას გვპირდება

გუშინ იყო წამოცდენების დღე. ჯერ თემურ ჯანაშიამ თქვა, რომ სააკაშვილმა წინარევოლუციურ პროცესებში უნდა მიიღოს მონაწილეობაო, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან სცადა წამყვანმა, ასეთი რამ არ ეთქვა, მაინც წამოსცდა და შემდეგ აღმოჩნდა, რომ ზაფხულში რაღაცას გვპირდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, მამუკა ხაზარაძე შემდეგ „თავად შეაშინა ამ წამოცდენამ, იმიტომ, რომ ვიდეო აქვს გამოქვეყნებული, რომელშიც სიტყვა „ზაფხული“ აქვთ ამოჭრილი“.
„გუშინ იყო წამოცდენების დღე. ჯერ ჯანაშიამ თქვა, რომ სააკაშვილმა წინარევოლუციურ პროცესებში უნდა მიიღოს მონაწილეობაო, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან სცადა წამყვანმა, რომ ასეთი რამ არ ეთქვა, მაინც წამოსცდა, და შემდეგ აღმოჩნდა, რომ ზაფხულში მამუკა ხაზარაძე რაღაცას გვპირდება. ოღონდ მერე თავად შეაშინა ამ წამოცდენამ, როგორც ჩანს, იმიტომ, რომ ვიდეო აქვს გამოქვეყნებული, რომელშიც სიტყვა „ზაფხული“ აქვთ ამოჭრილი. ეს ხომ შემთხვევითი არ არის. ქვეცნობიერი იმდენად ძლიერი რამ არის, რომ ვერ გაურბიან ამ ქვეცნობიერს. რევოლუციას, ჩვენ რომ ვამბობთ, ვითომ ირონიულად უყურებენ ამ თემას და წინა რევოლუციურ პროცესებზე საუბრობს ჯანაშია და შემდეგ ხაზარაძეს ზაფხულში აქვთ რაღაცის იმედი, როგორც ჩანს, იმიტომ, რომ ამ წამოცდენის შემდეგ თავადვე თავის გვერდზე დადებულ ვიდეოში ეს სიტყვა „ზაფხული“ ამოიღო. მას ჰკითხეთ ახლა ეს ზაფხული რა შუაშია“, – განაცხადა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

სენატორი ჯინ შაჰინი – იმედგაცრუებულნი ვართ, თუმცა არა გაკვირვებული – ქართველი ხალხის აქტი” უზრუნველყოფს ანგარიშვალდებულებას მათთვის, ვინც საქართველოში დემოკრატიას საფრთხეს უქმნის

სლოვაკეთის პრეზიდენტი: სლოვაკეთი საქართველოსა და მისი ხალხის მეგობარია, რომელიც მხარს უჭერს მათ ევროპულ მისწრაფებებს – უცხოური გავლენის შესახებ კანონის ამოქმედება ამ მისწრაფებებს ეწინააღმდეგება