მამუკა მდინარაძე გიორგი გახარიაზე – მთელი თავისი კამპანია აგებული აქვს იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილის პროექტი ვარო და დღეს დასამარდა მისი მითი

“გიორგი გახარიას ერთადერთი დავალება და შანსი არის, რომ ქართულ ოცნებას 1 ან 2% საიდანღაც ჩამოაციცქნოს. თავის თანაგუნდელებსაც კი ატყუებდა, რომ ს პროექტი ვართო და ეს იმათმა არ იციანო, მხოლოდ მე და ბიძინამ ვიცითო. ამაზე აქვს მთელი კამპანია აწყობილი და რა გამოწვევაა მიღებული, დამთავრებულია გახარიას ამბავი,”-ასე შეაფასა “ქრონიკაში” პარტია “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მ გიორგი გახარიას მიერ გაჟღერებული ფრაზა “როგორც იქნა ივანიშვილმა ჩრდილიდან გამოსვლა მოახერხა, გამოწვევა მიღებულია”.
მდინარაძის თქმით, გიორგი გახარიას დღეს დარჩენილი 1 თუ 2% პროცენტიც გაუქრა ბიძინა ივანიშვილის ერთი სიტყვით.
“მთელი თავისი კამპანია, კულისებში რომ არის გაშლილი, აგებული აქვს იმაზე რომ ბიძინა ივანიშვილის პროექტი ვარო და დღეს დასამარდა მისი მითი, დამთავრდა მისი რეიტინგი, რაც ჰქონდა მოტყუებული ადამიანების ხარჯზე, დარჩენილი 1 თუ 2 პროცენტიც გაუქრა დღეს ბიძინა ივანიშვილის ერთი სიტყვით.
ერთ-ერთ სასწავლებელში იყო მისული, ორი თვის წინ თუ არ ვცდები და ამბობდა, მე კოალიცია შეიძლება შევკრა მხოლოდ “ქართულ ოცნებასთან”, კოალიციით შევბოჭოო. ამ დროს 4 მუნიციპალიტეტში, სადაც შეეძლო მისი გასული დეპუტატების რაოდენობის საშუალებით, ყველგან შეუკრა “ნაციონალურ მოძრაობას”. წარმოიდგინეთ უტიფრობის ხარისხი, როცა ამბობს ეს “ნაცები”, ლანძღავენ ერთმანეთს და ამ დროს კოალიცია აქვთ საკრებულოებში,”-აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენ ვამბობთ, რომ ქართველი ხალხის ვიზით შანტაჟი ჩვენთვის მიუღებელია. რადიკალური ოპოზიცია ამბობს, რომ ქართველი ხალხის ვიზით შანტაჟი მათთვის მისაღებია. ამიტომ ვართ ჩვენ ხელისუფლებაში, ხოლო რადიკალები ქუჩაში

გახარიას და მისი პარტიის წევრებს ეგონათ, რომ 2020 წელი განმეორდებოდა, მაგრამ ყველამ დაინახა, რომ ჩვენ დანარჩენ პოლიტიკურ პარტიებს შევუწყვიტეთ მანდატები და იგივე მოხდება მათ შემთხვევაშიც. სწორედ ამიტომ ისინი მაისში აუცილებლად შემოვლენ პარლამენტში