მამუკა მდინარაძე გვარამია-მელიაზე – სალომესგან გასაწყლებული კრიმინალის ერთობა ბარიერს გარანტირებულად ვერ გადალახავს

ორი შეწყალებული, თუ საწყალი, არ ვიცი, სალომესგან [ზურაბიშვილი] გასაწყლებული კრიმინალის ერთობა ბარიერს გარანტირებულად ვერ გადალახავს , – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა ს და ს პოლიტიკურ გაერთიანებაზე.
რაც შეეხება უშუალოდ ნიკა გვარამიას, მამუკა მდინარაძემ გვარამიასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას ირონიით უპასუხა.
„ნიკა გვარამიას ამბიციის ხარისხი იმდენად დიდი და განუზომელია, რომ ჩემი შეფასება შეიძლება ვერ შესწვდეს ამ ხარისხს და ამიტომ, თავს შევიკავებ. ის ხომ იმხელა პოლიტიკოსია, ამხელა ბექგრაუნდით, ისეთი სუფთა წარსულით, რომ მისი ამბიციები შესატყვისობაშია ამ ყველაფერთან, როგორც ჩანს, მას უნდა ჰქონდეს ამბიცია. ეს არის „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი,სუფთა წარსულიც, სუფთა ბექგრაუნდიც და მას უნდა ჰქონდეს ამბიციები, როგორც ჩანს. ამას მე ნახევრად ხუმრობით და ირონიით იმიტომ ვამბობ, რომ აქედან ყველაფერი ნათელი ხდება.
რა ოპოზიციაც გვყავს, ნიკა გვარამია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად აბსოლუტურად რელევანტური იქნება, მაგრამ ამ ორი შეწყალებული კრიმინალის ერთობა, რას იზამს ამაზე მარტივი დასკვნა შეიძლება გამოიტანო. ვიმეორებ, ორი შეწყალებული თუ საწყალი, არ ვიცი, სალომესგან გასაწყლებული კრიმინალის ერთობა ბარიერს გარანტირებულად ვერ გადალახავს“ ,- განაცხადა მდინარაძემ.
მისი თქმით, შეუძლებელია ოპოზიციამ არჩევნებში რაიმე წარმატებას მიაღწიოს.
„ჩვენ უნდა გვახსოვდეს, როდესაც ახსენებენ კოალიციურ მთავრობას, ისინი გულისხმობენ “ნაცმოძრაობის” დაბრუნებას, იმიტომ, რომ თავად სააკაშვილიც კი აღიარებს, რომ სხვა პარტიებს ბარიერის გადალახვის შანსი არ აქვს. რაღაც აბსტრაქციაში, უტოპიაში და თეორიაში, მათ ასეთ წარმოდგენაში, რომ თუ რომელიმე გადალახავს, ისინი მზად არიან დალაგდნენ „ნაცმოძრაობასთან“, იმიტომ, რომ „ქართული ოცნების“ კოალიციაში არ შემოვლენ, ბუნებრივია, მაგრამ ეს არის უტოპიური თეორია – თეორია, თანაც უტოპიური. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია მათ რაიმე წარმატებას მიაღწიონ და სწორედ ეს გვაძლევს შანსს, რომ ჩვენ ავიღოთ კონსტიტუციური უმრავლესობა“, -განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ლაშხი – „შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო“ “საერთაშორისო გამჭვირვალობის” მთავარი დამფინანსებელია – სააგენტომაც და საელჩომაც კარგად იციან, რომ ამ ორგანიზაციას მკაფიო პოლიტიკური დღის წესრიგი და საარჩევნო მიზნები აქვს